ტურნირის დაწყებამდე სპორტსმენებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ უმასპინძლა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში სპორტის ამ სახეობის მსგავსი მასშტაბის ტურნირი პირველად ტარდება და ქართველი მებრძოლებისთვის ეს იქნება ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება.
როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, ტურნირის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია დედაქალაქის იმიჯისთვის, იმდენად, რამდენადაც თბილისს ათასამდე უცხოელი სტუმარი ეწვევა - ცნობილი სპორტსმენები, მწვრთნელები, მსაჯები, გულშემატკივრები, საორგანიზაციო კომიტეტი და ტექნიკური პერსონალი. დავით ნარმანიას თქმით, ღონისძიების წარმატებით ჩატარება ასევე მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდობისთვის ცხოვრების სპორტული სტილის პოპულარიზაციის მიზნით.
ტურნირის ოქროს სპონსორია თბილისის მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
M-1 Challenge 55 Tbilisi 21 თებერვალს 17:00-ზე სპორტის სასახლეში დაიწყება და მასში 15 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები






