,,მაიდნის შეიძლება მხოლოდ მტერს ეშინოდეს... იმედი მაქვს, აქციაზე პროვოკაციები არ იქნება“
საზოგადოება - 13:04, 21 Feb, 2015     1972
7 მარტს მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აქციას მართავს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელმა მუხრან ბურჭულაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განმარტა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მთავრობის მიმართ კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაუქმება იქნება.

„რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გადავწყვიტეთ, რომ გავმართოთ აქცია. გვაქვს საორგანიზაციო საბჭო, სადაც აქციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. ჩართულობამ იმატა და სავარაუდოდ, კიდევ შემეოგვიერთდებიან სხვა არასამთავრობოები. ამ ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა მთავრობის მიმართ იქნება კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაუქმება. დანარჩენ მოთხოვნებზე საბჭო შეთანხმდება. მინდა იმედი დავიტოვო, რომ აქციაზე პროვოკაციებს ადგილი არ ექნება, რადგან ეს მშვიდობიანი აქცია იქნება. ბევრი საუბრობს, მაიდნის სცენარზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სისულელეა. მაიდნის შეიძლება მხოლოდ მტერს ეშინოდეს და იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი ევროპული მომავალი არ უნდათ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უზრუვნელყოს მშვიდობიანი აქციის მშვიდობიანი ფორმით წარმართვა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათ მოთხოვნას ხელისუფლება იგნორს გაუკეთებს, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

„ჩვენი მოთხოვნის შესასრულებლად მთავრობას შესაბამის ვადას მივცემთ. ჩვენ იგნორირება მათ წისქვილზე წყალს არ დაასხამს. იქნება შესაბამისი ზომებიც მიღებული. ვფიქრობ, რომ ჩვენმა ხალხმა უკვე დაინახა, რა შედეგი მოიტანა კარასინი-აბაშიძის ფორმატმა, რომელიც არაფრის მომტანი ფორმატია. თუ ხელისუფლება აქ შეასრულებს ჩვენ მოთხოვნას აქციები პერმანენტულ ხასიათს მიღებს. ხალხი შემოგვიერთდება და ხელისუფლება ჩვენი ხალხის არჩევნას დაინახავს. ჩვენი არჩევანი არ არის რუსული ჟანგიანი ტანკებისთვის ტრასების დაგება და ქინძის, კამის და ოხრახუშის რუსულ ბაზარზე შეტანა“, - აცხადებს ბურჭულაძე.

აქციაზე მისვლისკენ ბურჭულაძე იმ პოლიტიკოსებსაც მოუწოდებს, ვინც მისი თქმით, პროდასავლურ კურსს ურჩევენ

„მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, ვისაც ქვეყნის და ჩვენი ევროპული მომავალი აწუხებს. თუ ვინმეს ადარდებს ქვეყნის ევროპული მომავალი და პროევროპულ პარიებად ასაღებენ თავს, ყველას ვეუბნევით მოვიდნენ და საკუთარი ხალხის გვერდით“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, კარასინი-აბაშიძის შემდეგი შეხვედრა სავარაუდოდ, 26 თებერვალს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42