ირლანდიის ტურიზმის სააგენტო მოქალაქეებს წმ. პატრიკის დღეს საქართველოში სტუმრობას ურჩევს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:34, 21 Feb, 2015     2048

ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ "Tourism Ireland" საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც 2015 წლის 17 მარტს წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად მონუმენტები და არქიტექტურული ნაგებობები მწვანედ განათდება. 2015 წლის სიაში რომის კოლიზეუმსა და პარიზის მონმარტრის უბანში მდებარე საკრე-კიორის ბაზილიკასთან ერთად, პირველად მოხვდა თბილისი, სადაც 17 მარტს მწვანე ფერით განათდება თავისუფლების მოედანზე მდებარე საკრებულოს შენობა. ირლანდიის ტურიზმის სააგენტო ირლანდიელ ტურისტებს რეკომენდაციას უწევს წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად ჩამონათვალში მითითებულ ქალაქებს ეწვიონ. აღნიშნულ აქციას მსოფლიოს ბევრი ქალაქი უერთდება და 17 მარტს მწვანედ ნათდება თავისუფლების ქანდაკება, პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სიდნეის ოპერა და ა.შ. თბილისი აქციაში მონაწილე ქალაქებს შორის წელს პირველად მოხვდა.

ირლანდიაში საქართველოს რწმუნებულის გია ზურაბაშვილის ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილება დუბლინში თბილისისს მერის ვიზიტის დროს იქნა მიღებული. როგორც დროებითი რწმუნებული აცხადებს თბილისსა და დუბლინს შორის თანამშრომლობამ საინტერესო დინამიკა შეიძინა, "დეკემბერში თბილისის მერის დუბლინში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. სწორედ ოფიციალური ვიზიტის დროს გადაწყდა წმინდა პატრიკის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობის მწვანედ განათება. ეს ერთგვარი ტრადიციაა, როდესაც 17 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში არქიტექტურული ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. შედეგად თბილისი შეიყვანეს ტურისტულ გზამკვლევში და ირლანდიელებს ურჩევენ აუცილებლად ეწვიონ საქართველოს დედაქალაქს. დარწმუნებული ვარ ირალნდიის ტურზიმის სააგენტოს ეს გადაწყვეტილება საქართველოსადმი ირლანდიელების ინტერესს გაზრდის, თბილისისა და დუბლინს შორის თანამშრომლობა კი ბევრი საინტერესო მიმართულებით განვითარდება“-განაცხადა ზურაბაშვილმა.

წმ. პატრიკის დღესასწაულზე მსოფლიო ღირშესანიშნაობების მწვანედ განათება ირლანდიის ტურიზმის სააგენტოს ინიციატივის “Global Greening”-ის ფარგლებში ხორციელდება. როგორც ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ინიციატივა ირლანდიასა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შორის მეგობრობის სიმბოლოა, რაც ირლანდიას აძლევს არსებული ურთიერობების გაღრმავებისა და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42