სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა „ქართული კალიგრაფიის“ კონკურსში გაიმარჯვა
საზოგადოება - 10:59, 21 Feb, 2015     1446

სასჯელაღსრულების N2 დაწესებულების მსჯავრდებულმა გ.ლ-მ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და „საუკეთესო ასლის შემსრულებელის“ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აღნიშნულ კონკურსს წელს პირველად შეუერთდა, რომლის ფარგლებში მსჯავრდებულთა შორის საუკეთესო სამეული გამოვლინდა.

კონკურსის ფინალისტთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს საკრებულოს შენობის გალერეაში სასჯელაღსრულების მინისტრი პირადად დაესწრო და პირველი ადგილის მფლობელ მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებიდან სპეციალურად ამ დღისთვის ქუთაისიდან ჩამოიყვანეს, სიმბოლური საჩუქარი - კალამი გადასცა, რომელზეც მისი სახელი და გვარია ამოტვიფრული.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული, სასჯელღასრულების დაწესებულების მსჯავრდებული, ამ დღეს საზოგადოებასთან ერთად იზიარებს გამარჯვების სიხარულს.

„ჩვენი სისტემის მიზანი არ არის მხოლოდ სასჯელის აღსრულება, უმთავრესი გახლავთ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია, მათი რესოციალიზაციისთვის ხელშეწყობა და სწორედ ამ გზით დანაშაულის პრევენცია. ჩვენ კანონის ფარგლებში ყოველთვის წავახალისებთ და თვითრეალიზაციის საშუალებას მივცემთ იმ პატიმრებს, რომელთაც სურთ, რომ საზოგადოებას კანონმორჩილ, სრულფასოვან მოქალაქეებად დაუბრუნდნენ.“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კონკურსი „ქართული კალიგრაფია“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით უკვე მეხუთედ ჩატარდა. 2014 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ჟიურის წევრების მიერ კონკურსანტების შერჩევა 3 ეტაპად მიმდინარეობდა. კონკურსში მონაწილეობა 931 ადამიანმა მიიღო, ფინალში კი 50 მონაწილე მოხვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42