საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან გამოიდარებს. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ საგრემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. თუმცა სინოპტიკოსების ვარაუდოთ, დღეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დღის განმავლობაში ღრუბლიანობა მოიმატებს, მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, დაუბერავს ცვალებადი მიმართულების ქარი.
ღურბლიანობას ვარაუდობენ დედაქალაქშიც, დღის პირველ ნახევარში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. დღეს მაქსიმალური ტემპერატურა თბილისში +6 გრადუსი სითმო დაფიქსირდება.
ხვალიდან ტემპერატურა აიწევს. როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება 25 თებერვლამდე. დასავლეთ საქართველოში ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - +11 გრადუსამდე.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები მაღალმთიან რეგიონებში.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხვალიდან გამოიდარებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები






