სკანდალური წყვილის სკანდალური დაშორება – „სუპერქალი სდომებია კონჩიტას გვერდით“
საზოგადოება - 00:42, 21 Feb, 2015     15347

მარკუს მეტრეველის და ლელა მიქელაძის ურთიერთობა ჯერ „პრაიმტაიმის“ და შემდეგ გადაცემა „პროფილის“ საშუალებით მთელმა საქართველომ განიხილა. აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მომღერლის მეგობარ ქალს პირდაპირი მნიშვნელობით ლანძღავდა, ბებერს უწოდებდა და მარკუსთან ურთიერთობისთვის ღვარძლიანი სიტყვებით სჯიდა. სოციალურ ქსელში მარკუსი ლელას თავგამოდებით იცავდა. ამის მერე წყვილმა Facebook-ზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ სიყვარულის დღე ერთად აღნიშნეს.

და რა მოხდა მერე? – ვერც კი წარმოიდგენ. წყვილს შორის შავმა კატამ თუ ენამ გაირბინა და ლელა და მარკუსი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ლელას Facebook გვერდიდან გავიგე. ლელამ რამდენიმე პოსტი მიუძღვნა ექს-მეგობარს. გთავაზობთ, ამონარიდებს მისი სტატუსებიდან.

„ვაიმე გავიგუდე, სუპერ ქალი სდომებია გვერდში კონჩიტას, ზრუნავს ჩემზე, გარდერობი განაახლეო, მე მიგიყვან და გაყიდინებო. ეტყობა სხვაგან რომ ვერ ჩამადებინეს ინვესტიცია ეხლა „შმოტკებში“ უნდათ, რომ ფული ჩამადებინონ. ვაა, მაგარია. ქალი დუბაიში ვცხოვრობ 12 წელია, თუ რამე ბრენდი არსებობს საუკეთესო, არ დამიტოვებია, რომ არ მეყიდა და ახლა ამ კონჩიტას გემოვნებით უნდა ჩავიცვა თურმე მე? ვაი, შე საცოდავო, ჯობია საკუთარ თავზე იზრუნო… პირველად რომ შევხვდი „რედისონში“ ღაჟღაჟა წითელი შარვლით და ღაჟღაჟა მაისურით მოვიდა შეხვედრაზე. დაცვის ბიჭები თავებს გვერდზე ატრიალებდნენ, ხალხი შოკში იყო, ვისთან ერთად შემოვიდა ყავის დასალევადო. ყველსთან გავანეიტრალე სიტუაცია. ადამიანს ჩაცმით არასდროს ვაფასებ, უბრალოდ ეს ტაკიმასხარა ჩაცმის კულტურას რომ მე მასწავლის, ცოტა სასაცილოა რაა… მე არ მიყვარს, მარკუს, კონჩიტასავით ტუალეტების სარკეებში ფოტოების გადაღება, თორემ კარგად ხედავს ყველა და განსაკუთრებით ის ადამიანი, ვისაც ყოველდღე ვხვდები, რომ, რაც თბილისში ჩამოვედი, რამდენიმე თვის განმავლობაში, ერთი და იგივე „შმოტკა“ არ მცმია. თვითონ ბუნებით ვარ ასეთი, ერთხელ რომ ჩავიცვამ, მეორე დღეს არ შემიძლია იგივე სამოსის ჩაცმა… ტუალეტებიდან გამოვიყვნე, საშუალება მივეცი რომ ნორმალურ საზოგადოებასთან ჰქონოდა შეხება, გარდა შოუბიზნესის წარმომადგენლებისა და ეს მაიმუნი მე მეჯიბრება და მასწავლის ცხოვრებას და ჭკუას.“

ბუნებრივია ამ ყველაფრის შემდეგ ლელას დავუკავშირდით და მათი ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი ვკითხეთ.

- ლელა, შენს Facebook გვერდს გადავხედე… დაშორდით შენ და მარკუსი?

– მე მაპატიეთ, მაგრამ არავის შეყრაცხყოფის ატანას არ ვაპირებ. მე თუ ძონძებით დავდივარ და უგემოვნო ქალი ვარ, მაშინ მარკუს მეტრეველს რაღა ეთქმის? მან მე ძველმოდური, შეუმდგარი და უნახვი მიწოდა და გაიგოს სინამდვილეში ვინ არის მარკუს მეტრეველი ხალხმა.

- სად გიწოდათ ეს ყველაფერი?

– საკმარისი იყოს მისთვის რაც დავწერე, თამაშში აყოლას არ ვაპირებ, რადგან ეგ ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ანულირებულია. მან ადამიანების ფასი არ იცის. ნამდვილად ამ ხალხის გასართობ ობიექტად ვერ გავიხდი თავს. ეს მისი პროფესიაა და განაგრძოს მარტომ. ვნახოთ ხალხს რითი აუხსნის ამ ყველაფერს. ეტყობა მაგას სერიოზულ პიროვნებასთან საქმე არ ჰქონია. მე ჩემს შეუყრაწყოფას შვილსაც კი არ ვაპატიებ, არამც თუ ვიღაც მარკოს, რომელიც ჯახირობს, რომ რამენაირად პოპულარული იყოს საქართველოში და, ბევრი ტყუილით და სისულელეებით ამ ხალხს თავს აცნობს.

- მაგრამ თქვენ მასთან ერთად „პროფილში“ იყავით სტუმრად. მაშინ არ იცნობდით?

– მაია ასათიანის შოუში გავყევი, რადგან ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, რომ მე მასთან მხოლოდ მეგობრული სიმპათიები მაქვს, მაგრამ იქ ლამის გვირგვინი დაგვადგეს თავზე. იქ რომ მეთქვა ის, რასაც რეალურად ვფიქრობდი, მარკუს მეტრეველი განადგურდებოდა. თავი შევიკავე, ამას მიხვდა ყველა, ვინც მიცნობს. შემდგომ თამაშში რომ აღარ ავყევი, დაიწყო ჩემი პირადი კრიტიკა და შეურაცხყოფა. უმადური ადამიანია. აღარ მსურს მისი სახელის გაგონებაც კი.

კიდევ ბევრი კითხვა მქონდა ლელასთან, მაგრამ რატომღაც დამემშვიდობა. ამის მერე, მარკუსს დავუკავშირდი, ვთხოვე, ამ თემაზე კომენტარი გაეკეთებინა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი მიზეზით უარი თქვა.



http://primetimenews.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42