ეკონომიკის ექსპერტების აზრით ლარის კურსის ვარდნით გამოწვეული სიტუაციიდან გამოსავალი მთავრობის შენახვის ხარჯების სასწრაფოდ შემცირებაა.
ექსპერტ დემურ გიორხელიძის თქმით, არსებოსბს საშიშროება, რომ ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა სავალუტო პოლიტიკა გააუარესოს.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ფული მთლიანად წავა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ინფრასტრუქტურული პროექტები კი მთლიანი უზრუნველყოფით მიბმულია იმპორტზე, ამ ფულის უდიდესი ნაწილი წავა ჩინეთში, ან თურქეთში,” - განაცხადა დემურ გიორხელიძემ, რაც, მისი განმარტებით, სავალუტო პოლიტიკას უფრო გააუარესებს.
ანალიტიკოსი ეკონომიკური საკითხებში ემზარ ჯგერენაია ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლარის მაჩვენებელი 2.20-ს გადასცდება, ეს კიდევ უფრო რთულ მოვლენებს გამოიწვევს.
„თუ ლარი 2.2-ს გადასცდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ახალ, კიდევ უფრო რთულ მოვლენებთან გვაქვს საქმე. აქ არის ბიუჯეტის ფისკალური ნაწილის შესრულების თემა, აქ არის მთვარობის ხარჯების შესრულების თემა, ყველაზე ცნობილი გამოსავალია, რომ სასწრაფოდ შემცირდეს მთავრობის შენახვის ხარჯები“,- აცხადებს ემზარ ჯგერენაიამ.
ექსპერტი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ფონზე უნდა მოხდეს.
„სავალუტო ფონდიდან სესხის აღება, მას შემდეგ, რაც სესხი დამტკცდა ერთი თვის წინ ცოტა უცნაურია. თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აუცილებელია, ეს უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ხარჯზე და იმ გაბერილი ბიუროკრატიის ხარჯების გადანაწილებით, რომელიც დღეს ისედაც ბევრია ბიუჯეტში. ბიუჯეტი არის არასწორად დაგეგმილი და ნებისმიერი სესხი ეს არის ბიუჯეტის დეფიციტის კიდევ უფრო ზრდა“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






