მეგრული ”დედა ენის” შესახებ
საზოგადოება - 14:34, 20 Feb, 2015     3075
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება ქართული ენის გენოციდი. ჯერ იყო და სკოლებში აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, შემდგომ შეიზღუდა ქართული ენის სწავლაც და იგი დაიყვანეს არასავალდებულო - ფაკულტატივის დონეზე.ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან გალის რაიონში მცხოვრები ძირძველი ქართველი მოსახლეობა სწავლა-განათლებას მეგრულ ენაზე დაეუფლება. ეს გახლავთ ძალიან სახიფათო და სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი ნაღმი, რომლის მთავარი მიზანია აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდა თაობაში ქართული ცნობიერების ამოძირკვა და სეპარატისტული იდეების დანერგვა.რუსული სპეცსამსახურების მიერ მსგავსი ეთნოდივერსიების განხორციელება არახალია. სწორედ ამ მეთოდით გადაიყვანეს მათ თავის დროზე, მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, აფხაზური ენა ქართული ანბანიდან რუსულზე, რითაც აფხაზებს დაავიწყეს ქართული ანბანიც და ენაც, დღესაც აფხაზურ ენაზე მხოლოდ მე-4 კლასამდე სწავლობენ, შემდგომი განათლება კი ყველა საფეხურზე მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობს. სწორედ მსაგავსი ეთნოდივერსიის განხორციელება იწყება ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის მიმართ. ერთი შეხედვით, ეს თითქოსდა უწყინარი და ჩვენი მოსახლეობის ძალიან უმნიშვნელო ნაწილისათვის მაამებლური პოლიტიკა არის იმ იდეის ჩანასახი, რომელსაც ”абхазско-менгрельское государство”-ს ჩამოყალიბება ჰქვია, რაც ქართველთა ერთიანობისათვის უკიდურესად სახიფათოა და სერიოზულ საშიშროებას უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ყოველივე ეს იმ ვაიპოლიტიკოსებისა და მეცნიერების ბრალიც არის, რომლებიც თავის დროზე, ცრუდემოკრატიულობის იდეებს ამოფარებულნი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით აწარმოებდნენ ყოვლად საზიანო და მეცნიერული გამოკვლევისათვის არაფრისმომტან გამოკითხვებს მეგრული ენის თაობაზე, რამაც გალის რაიონში ხელი შეუწყო ჯერ მეგრული გაზეთის ”გალ” გამოცემას, შემდგომ მეგრული რადიო და ტელე გადაცემების მომზადებას და ამჯერად უკვე სკოლებში მეგრულ ენაზე სწავლების შემოღებას.ქართველთათვის უძვირფასესი წიგნის - იაკობ გოგებაშვილის ”დედა ენის” შემდეგ ძნელად წარმოსადგენი იყო, ვინმეს ჰყოფნოდა თავხედობა და ქართულ გარემოში ”ახალი დედა ენა” შემოეთავაზებინა ჩვენთვის. მითუმეტეს, ქართული ენათმეცნიერების კორიფეების - არნოლდ ჩიქობავას, ვარლამ თოფურიას და სხვათა ქვეყანაში რკინიგზელი გვიწერდეს მეგრულ დედა ენას, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! მაგრამ ნარგიზა ბასარიამ, რომელიც ლენინგრადში, რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ წლების მანძილზე გალის ელექტროქსელის ტექნიკურ განყოფილებაში ინჟინრად მუშაობდა და არაფერი აკავშირებდა ლინგვისტიკასთან, მშვიდად გაბედა მეგრელებისთვის ”დედა ენა” შეექმნა(!).უძველეს მეგრულ ენას, რა თქმა უნდა, ზრუნვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება, ამაზე არც ჩვენ და არც სხვა ჭკუათმყოფელი ქართველი არ დავობს, მაგრამ ამისათვის შესაბამისი ფორმები კვალიფიციურ ენათმეცნიერთა წრეში უნდა გამოიძებნოს. ხოლო ის, რასაც ამჯერად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს სთავაზობენ ნამდვილად არ არის ნაკარნახევი მეგრული ენის გულშემატკივრობითა და ამაგით. ”დამოუკიდებელ” აფხაზეთში აფხაზური ენის განვითარებასა და შენარჩუნებაზე აღარავინ დარდობს. მითუმეტეს, მათ ნაკლებად ანაღვლებთ მეგრული ენის ბედი. ცხადზე უცხადესია, რომ აფხაზეთის ე. წ. დეფაქტო ხელისუფლება ბეჯითად ასრულებს მეხუთე კოლონის ფუნქციას და გალის რაიონში აპარტეიდის პირობებში მცხოვრებ ქართველობაზე ზემოქმედებას ცდილობს, თუმცა ეს არის უშედეგო ცდა! ვის, ვის და სწორედ რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველობას სხვებზე მეტად აქვს გამძაფრებული პატრიოტიზმი და ერთი-ორი მოღალატის გარდა, ძნელად თუ წამოეგება მტრის ანკესზე.და მაინც, ჩვენი ღრმა რწმენით, ეს არის უკიდურესად საშიში პროცესების დასაწყისი, რისი პრევენცია უნდა მოახდინოს სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისმა სამსახურებმა. ამ პროცესის შეჩერებას ხელი უნდა შეუწყოს მასში მსოფლიო თანამეგობრობის ჩართვამ, საკუთარი კვალიფიციური სიტყვა უნდა თქვან ჩვენმა ენათმეცნიერებმა, ისტორიკოსებმა, ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა.

აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42