რომელ მძღოლებს დაუწესდებათ შეზღუდვები და ვის მიენიჭებათ პრივილეგიები
საზოგადოება - 13:43, 20 Feb, 2015     22305

შსს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურებს სამმართველოს უფროსი, იმედა მაკასარაშვილი ამბობს, რომ მართვის მოწმობების აღების მსურველებისთვის გამოცდების ჩაბარების წესები ფართოვდება

„დავიწყოთ თავიდან, „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ კი შემოდის ახალი საგზაო რეგულაციები, მაგრამ ეს ძირითადად ეხებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უფრო გაფართოებასთან, ვიდრე შეზღუდვასთან. თუ ამ პირებზე, ანუ გარკვეულ კატეგორიაზე აქამდე მართვის მოწმობების გაცემა ვერ ხერხდებოდა, ახლა გაიცემა. ამას ჰქონდა მიზეზი, სამედიცინო დაწესებულებას არ ჰქონდა ცნობის გაცემის უფლება. ამჯერად სიტუაცია დაკონკრეტდა და უკვე გარკვეული იქნება, ვის რა კატეგორიის მოწმობა შეიძლება, რომ მივცეთ. თავად სამედიცინო დაწესებულება გადაწყვეტს, ვის რა შესაძლებლობები აქვს. მართვის მოწმობაში ჩაიწერება ვინ რა დროს და რა სიტუაციაში უნდა იმოძრაოს, თუმცა შეზღუდვები აქაც არის", - აცხადებს მაკასარაშვილი.

მისი ინფორმაციით, იმ ადამიანებს ვისაც მართვის მოწმობა აქვთ, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დაზიანებას მიიღებენ, მოპოვებული კატეგორია აეკრძალებათ.

"მაგალითად, შეიძლება მან ვეღარ მართოს სატვირთო, მაგრამ მართოს მსუბუქი მანქანა. აქ იქნება გარკვეული პირობებიც, მართავს ხელით, ექნება ავტომატურ გადაცემათა კოლოფიანი მანქანა თუ სხვა რამ, ამას დაადგენს სამედიცინო დაწესებულება. მაგალითად, თქვენ „ბ“ კატეგორიისთვის გაქვთ 15 წელი, ანუ 2029 წლამდე, ხოლო „ც“ კატეგორიისთვის _ 5 წელი, ანუ 2019 წლამდე. თუ თქვენ „ც“ კატეგორიას არ იყენებთ, პრობლემა არ არის, მაგრამ თუ იყენებთ, მაშინ უნდა მოიტანოთ ჯანმრთელობის ცნობა 2019 წელს და ამ ცნობის საფუძველზე გაიცემა ახალი მოწმობა ახალი ვადით. ვინაიდან ეს კანონი ძალაში შედის 2014 წლის პირველი მარტიდან, თქვენს კატეგორიებს უკვე განსაზღვრული აქვს ვადა“, - განაცხადა მაკასარაშვილმა „ალიასთან“ საუბრისას.

წყარო: გაზეთი "ალია"

ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42