"მთავრობას ვთხოვ ამიყენოს დავარდნილი ლარის კურსი"
კულტურა - 11:30, 20 Feb, 2015     3800

ერეკლე დეისაძის ბლოგი საქართველოზე, უკრაინაზე, სამართლიანობის გემოზე, ბესელია-კობახიძეს შორის არსებულ თანხმობაზე, მოქალაქესა და ნიცშეს შორის არსებულ უთანხმოებაზე და "კოლეგა" ამაშუკელზე.








გაუშვით რეზო ამაშუკელი უკრაინაში, რათა იხსნას შევჩენკოს ქვეყანა ნაცებისგან.

გაუშვით კახი კალაძე უკრაინაში რათა იხსნას შევჩენკოს ქვეყანა ნაცებისგან.

შევჩენკო ორია, ვოლსკი - ერთი.

სოსო პავლიაშვილი და სოსო ჯუღაშვილი სეხნიები არიან.

გამოუძიებელი საქმეების გამოძიება გამოუძინებლად გრძელდება. ბუნდოვანი სიზმარივითაა. ჩვენ არსად გვეჩქარება. ღირსება აღდგა, ლარის კურსი დაეცა. კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ რაც არ უნდა თქვას, მანანა კობახიძე ყველაფერში ეთანხმება. მანანა კობახიძემ რაც არ უნდა თქვას ეკა ბესელიაც ყველაფერში ეთანხმება. ისინი ყველაფერში თანხმდებიან. სამაგიეროდ მოქალაქესა და ნიცშეს შორის არის უთანხმოება. მოქალაქე თავად აპირებს ადამიანის შესახებ წიგნის დაწერას. სავარაუდო სათაური ,,ნაცია ადამიანი?!’’.

ამასობაში კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ახალი ტკივილი მიემატა.

საყდრისი ჩვენი ახალი ტკივილია!
...........................................................................


(ფიქრები ჩაის მოდუღებამდე)


* * *
სანამ რეზო ამაშუკელს
უცემს პოეტური პულსი,
მთავრობას ვთხოვ ამიყენოს
დავარდნილი ლარის კურსი.
მე ღირსებააღდგენილმა
შევიცვალე უკვე ხედვაც,
მთავარია ზებრა იყოს
მაძღარი და, ჩემი დედაც...
სანამ გაზზე ადუღდება
ჩემი ცივი ჩაიდანი,
ექსპრეზიდენტს ესიზმრება
ცხინვალი და მეიდანი.
ნერვიულად ატრიალებს
პრემიერი ხელში კალამს
პოლიციურ სახელმწიფოს
ვაძლევ კომკავშირულ სალამს.
აქ ზოგიერთ ჩამქრალ უბანს
შავი ფერის პატრულები
ისე ააფერადებენ
ირგვლივ მიმოფანტულები,
რომ გიჩნდება საახალწლო
ნაადრევი მღელვარება.
მითუმეტეს თუ იგრძენი
შუშის სახლის ელვარება.
მოქალაქე სიკეთის და
ზოგჯერ პურის მთესველია,
დაუნახავობას შფოთავს -
ამხანაგი ბესელია.
ბედუკაძემ დაასრულა
9 წლიანი მმართველობა,
აპკებაღდგენილმა ერმა
დაიბრუნა ქართველობა.
,,ნაცისტები’’ დაინიშნენ
უკრაინის რადაში და
ჩოჩქოლია კულისებში
ატყდა შფოთვა განგაში და,
გვმართებს მეტი დაკვირვება
ავირიდოთ იქნებ მახე,
რომ ვაჩვენოთ უკრაინას
მათი რეალური სახე.
არ დაცხრება სხვანაირად
არ დაცხრება დიდი რეზო,
თუ სამშობლოს დასჭირდება
ჩამოივლის ეზო-ეზო,
რომ არ დარჩეს დაუსჯელი
უკვე აღარცერთი ნაცი
სანამ ნიცშეს ჩაიკითხავს
გადაღლილი ბრძენი კაცი.
სანამ ყველას გაეცემა
აქ პასუხი საკადრისი,
კულტურული ძეგლის სტატუს
დაემშვიდობა საყდრისი...
ჩაიდანი სტვენას იწყებს
ჭიქაც უკვე ივსება და
შაქრის ნაცვლად მოვურიე
სამი კოვზი ღირსება და,
ვიდრე მოვსვი, ვადღეგრძელე
ძალა ჩვენი მთლიანობის,
და პირველად შევიგრძენი
გემო სამართლიანობის.


წყარო http://blogs.liberali.ge/



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42