ლარი კომაშია!
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:11, 20 Feb, 2015     5821

ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის დაგვიანებულმა რეაქციამ ქვეყანა სავალუტო კოლაფსამდე მიიყვანა. ლარს ვეღარც სებ-ის 40-მილიონიანი სავალუტო ინტერვენცია შველის და ვერც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის აწევა. გუშინ ეროვნული ვალუტა ერთბაშად 6 პუნქტით გაუფასურდა. მთავრობა ლარის კურსზე სათათბიროდ ორშაბათს შეიკრიბება და კურსის დასტაბილურების მიზნით, ფულს სავალუტო ფონდს სთხოვს.

სპეციალისტები ისევ სავალუტო სპეკულაციაზე საუბრობენ და ეროვნულ ბანკს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. პარალელურად არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების გამო, მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.

ერთი დოლარი ოფიციალურად 2,14 ლარი ღირს, რეალურად კი - 2,18 ლარი. ეკონომიკური პროფილის მინისტრები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ ლართან მიმართებაში საგანგაშო არაფერი ხდებოდა, ახლა კურსის დასტაბილურების მიზნით, ფულის თხოვნას სავალუტო ფონდისგან აპირებენ.

"ექსპორტის წახალისების მექანიზმი არ არის მოკლევადიანი ეფექტის მომტანი და არ გვაქვს იმის ილუზია, ეს ინსტიტუტი სწრაფ შედეგს გამოიღებს. ორშაბათს გვაქვს სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა, რომელზეც განვიხილავთ ინფრასტრუქტურული ზეგანაკვეთური პაკეტის მოცულობას. ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ფულს კაპიტალური დანახარჯის მიზნით, რათა განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიცია ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს არის ის პირველადი ზომა, რაც ამ შემთხვევაში შექმნილი სიტუაციის ადეკვატურია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

"გავაანალიზებთ ერთობლივად იმ სიტუაციას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლები ჩამოდიან და ჩვენ ერთობლივად გვექნება კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან", - ეს განცხადება კი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა.სებ-ის მიერ გუშინ დაწესებულმა ოფიციალურმა კურსმა 11-წლიანი მაქსიმუმი მოხსნა და ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის პირველი დღეების მაჩვენებელსაც კი გადააჭარბა. ერთი ამერიკული დოლარი 2,14 ლარი 2004 წლის 16 იანვარს ღირდა, მას შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო. დღეს კი ერთი ამერიკული დოლარი უკვე 2,1472 ლარი ღირს. ეს შევარდნაძის ეპოქის კურსია!

სპეციალისტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ და ვარაუდობენ, რომ ლარი კიდევ უფრო დაეცემა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა თითქმის 5%-ით უკვე გაუფასურდა. ეს მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყნების ვალუტები, პრაქტიკულად, ყოველდღიურად მყარდება. ამ პერიოდში რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში უკვე 9,8%-ით გამყარდა, თურქული ლირა თითქმის 1%-ით. უმნიშვნელოდ 0,5%-ით გაუფასურდა მხოლოდ სომხური დრამი, აზერბაიჯანული მანათი კი, დოლარზე მყარად დგას. პრობლემა მხოლოდ უკრაინულ გრივნას აქვს და ისიც, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედების შედეგია. ბოლო დროს დოლარი სუსტდება ევროსთან მიმართებაშიც.

ქართულ ლარის დაცემას როგორც ეკონომისტი პაატა შეშელიძე აცხადებს, ბიძგი მხოლოდ მიმოქცევაში ლარის დიდი ოდენობით გამოშვებამ შეუწყო ხელი. სხვა მიზეზი, რასაც ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამოწვევა შეეძლო, არ არსებობს.

მისი აზრით, ის, რაც დღეს ეროვნულ ვალუტას სჭირს, არის ეროვნული ბანკისა და მთავრობის აბსოლუტურად წინდაუხედავი, უპასუხისმგებლო და არაპროფესიული საქმიანობის შედეგი. მათ ვერ დაინახეს საფრთხე, როდესაც ლარი დოლართან მიმართებაში 1,8-იან ნიშნულს გადასცდა. ახლა კი ვერაფერს ვერ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ ამბობენ "ყველაფერი დროებითია" და "ლარი ჯანსაღია".

"ეს უნდა დამთავრდეს. ეს ადამიანები არაკომპეტენტურები არიან იმ საქმისთვის, რისთვისაც ხელი აქვთ მოკიდებული. აქ ხელის დაფარება არ უნდა მოხდეს! ესენი არიან თანამდებობის პირები, რომლებმაც დაუშვეს შეცდომა და ძალიან ბევრი ადამიანი გააღატაკეს! ამის გამოსწორება კი ტექნიკურად შეუძლებელი იქნება. შეიძლება მიადგნენ ივანიშვილს და ძვირად დაუჯდეს მას ლარის ვარდნა. ყველაფერი ასე დამთავრდება, თუ სასწრაფოდ არ შეცვლიან იმ ადამიანებს, რომლებმაც საქმე აქამდე მიიყვანეს", - აცხადებს შეშელიძე.

ქვეყანაში ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ლარის ასეთი დევალვაცია დაწყებულიყო და არც რეალობა ითხოვდა მიმოქცევაში ლარის ასეთი დიდი რაოდენობით გაშვებას.

"ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის გაუარესებული, გვაქვს მშპ-ს ზრდა, ინფლაცია არაა, ინვესტიციები შემოდის და როგორც ამბობენ, გაიზარდა კიდეც. ლარში და უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები კატასტროფულადაა მომატებული. ერთადერთი სერიოზული მაჩვენებელი, რამაც კურსის ვარდნას სერიოზული ბიძგი მისცა, ეს არის ლარის ემისია.

რატომ არის გაზრდილი ლარი მიმოქცევაში? იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი, როგორც ჩანს, იანვარ-დეკემბერში ფულს აძლევდა მთავრობას, რომ მათ გაესტუმრებინათ საგარეო თუ საშინაო ვალდებულებები. ეს არის საკვანო საკითხი, რამაც ლარის ვარდნა გამოიწვია. ვინც ამას აკეთებდა, ვინც ამას მალავდა, აუცილებლად უნდა წავიდნენ აქედან. არ შეიძლება ასეთი ადამიანების დაქირავება და მათთვის ფულის გადახდა.

აუცილებლად უნდა დადგეს ეროვნული ბანკისა და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი. სხვა მიმართულება არც უნდა განიხილებოდეს. ხომ არ შეიძლება ამდენი ხნის განმავლობაში ადამიანები შეცდომას უშვებდნენ, ისევ თანამდებობობებზე იყვნენ, ხელფასს იღებდნენ და ხელშეუხებელნი იყვნენ?" - კითხულობს ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე.

ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა კი თვლის, რომ ლარის ვარდნის მთავარი მიზეზი სავალუტო სპეკულაციებია. "ნოემბერში, როდესაც ლარმა დაცემა დაიწყო, მაშინ ვთქვით, რომ ეს სავალუტო სპეკულაციაა, დღესაც ისევ ამ პოზიციაზე ვარ. მიმაჩნია, რომ ეკონომიკურ პროცესებს არავითარი კავშირი არ აქვს ლარის ვარდნასთან. ეს არის ცალკეული ბანკების სურვილი, რომ სავალუტო კურსის ცვლილებით ხელი კარგად მოითბონ", - აცხადებს ელიავა.

კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს სავალუტო აუქციონებზე მოთხოვნა-მიწოდების სტატისტიკაც, რომელიც ბირჟის გაუქმების შემდეგ "ბლუმბერგის" პლათტფორმაზე ვაჭრობით შეიცვალა.

"ამის შემდეგ კი ეს სისტემა ძალიან დახურული გახდა. ადრეც არ იყო აუქციონები ღია, მაგრამ ჩანდა, თუ რამდენი იყო დოლარზე მოთხოვნა და რამდენი მიწოდება. "ბლუმბერგის" სისტემაში კი კომერციული ბანკები რას აკეთებენ, ეროვნული ბანკის გარდა არავინ იცის. არავის აქვს ინფორმაცია, თუ როგორ ყალიბდება სავალუტო კურსი. როდესაც რაღაც დაფარულია, ყოველთვის ჩნდება კითხვები. მათ კი არავინ სცემს პასუხს", - აცხადებს ელიავა.


http://www.resonancedaily.com/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42