20 თებერვალს, 12:00 სთ-ზე თბილისის სპორტის სასახლეში შერეულ ორთაბრძოლებში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გაიმართება.
ჟურნალისტების კითხვებს M1-ის პრეზიდენტი ვადიმ ფინკეშტეინი, მსოფლიო ჩემპიონი - კენი გარნერი და ქართველი მებრძლები - ნოდარ კუდუხაშვილი, ლევან რაზმაძე, არჩილ თაზიაშვილი, რაულ თუთარაული, სოსო ნიჟარაძე უპასუხებენ. პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ სპორტის სასახლეში სპორტსმენთა ტრადიციული აწონვები და საბოლოო შემოწმება ჩატარდება.
შერეულ ორთაბრძოლებში M1 ეგიდით 55-ე ეტაპი თბილისში, 21 თებერვალს ჩატარდება. მსოფლიოს 15-მდე ქვეყნიდან უძლიერესი მებრძოლები -კენი გარნერი-აშშ, მარო პერაკი, ასლამბეკ მუსაევი, ლუიჯი ფიორავანტი, დენის სმოლდარევი და ა.შ. საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ.
უნივერსალური ორთაბრძოლების ეროვნული ფედერაცია საქართველოს ორგანიზებით სპორტული ღონისძიება 21 თებერვალს სპორტის სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება. რინგზე თავდაპირველად სამოყვარულო შეხვედრები გაიმართება. 19:00 საათზე პროფესიონალურ ორთაბრძოლებში 6 ძირითადი შერკინება ჩატარდება. რინგზე ქართველი, რუსი, ჩეჩენი, ამერიკელი, ტაჯიკი, ესპანელი, რუმინელი, სლოვაკი, ფინელი, ხორვატი, გერმანელი, სპორტსმენები გამოვლენ. ჩემპიონატში მონაწილე ქართველი მებრძოლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული ორთაბრძოლების კლუბის წევრები არიან. სპორტის ამ სახეობაში ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მებრძოლი გურამ გუგენიშვილი (ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი M -1 challenge-ის ვერსიით) გასული წლის ნოემბერში ტრაგიკულად გარდაიცვალა. თბილისში დაგეგმილი ტურნირი გუგენიშვილის ხსოვნას მიეძღვნება.
ნოე რამიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






