"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი 2012 და 2015 წლებში არსებული ლარის კურსის მონაცემების შედარებით აცხადებს, რომ დღეს საქართველოს მოქალაქე პენსიონერი უფრო ნაკლებს იღებს, ვიდრე იღებდა 2012 წლის 25 ოქტომბერს. აღნიშნულ დაანგარიშებას ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
"2012 წლის 25 ოქტომბერს, როდესაც პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.66 იყო, ხოლო პენსია - 125 ლარი ანუ დაახლოებით 75 აშშ დოლარი.
[ნუ ვიდავებთ იმაზე, რომ პენსიის 150 ლარამდე გაზრდა ბიუჯეტის ნაციონალური მოძრაობის მიერ დატოვებულ ბიუჯეტშივე იყო გათვალისწინებული და ეს ზრდაც იმ ეკონომიკის საფუძველზე მოხდა, რაც წინა ხელსიუფლებამ დატოა.]
დღეს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.08 იყო, ხოლო პენსია - 150 ლარია ანუ დაახლოებით 72 აშშ დოლარი.
დააკვირდით: დღეს პენსიონერი უფრო ნაკლებს იღებს, ვიდრე იღებდა 2012 წლის 25 ოქტომბერს.
ეს დაანგარიშება არ ითვალისწინებს ინფლაციას, კერძოდ, რისი ყიდვა შეუძლია დღეს პენსიონერს ამ 150 ლარით. ინფლაციის გათვალისწინებით მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა.
მადლობაბატონბიძინას."- წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.


ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






