„ეს არის ორი წლის განმავლობაში დაგროვებული შეცდომები, რომელიც გამოიხატა ეკონომიკის რეგულირების, ბარირების აღმართვისა და მრავალი სხვა არასწორი გადაწყვეტიებების სახით, მათ შორის არასწორი ბიუჯეტური ხარჯვით, სუბსიდირების მრავალი არარეალური სოციალური პროგრამებით, რომელმაც შექმნა ცუდი ფონი, ქვეყანას დააკარგვინა მოქნილობა და უკვე ნებისმიერი საგარეო შოკი მისთვის გახდა აუტანელი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ექსპერტმა ეკონომიკის დარგში ლევან კალანდაძემ, მისი თქმით ქვეყნის მიზანი არა კურსის დაჭერა, არამედ ლართან დაკავშირებული ზოგადი პრობლემების მოხსნა უნდა იყოს.
„კურსის დაჭერა შესაძლებელი იყო, მათ შორის ეროვნული ბანკის აქტიური მოქმედებებით, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ კურსის დაჭერა და ერთჯერადი ეფექტი ამ თვალსაზრისით, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ლართან დაკავშირებული ზოგადი პრობლემების მოხსნა, რაც ეკონომიკის გაჯანსაღებას და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაძვრას გულისხმობს,“- განაცხადა ლევან კალანდაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






