სტრესისგან თავის დაღწევა სასიამოვნო მეთოდებით და „ექიმების“ საინტერესო რჩევები
საზოგადოება - 18:49, 19 Feb, 2015     2898

თუ გგონიათ, რომ ამ საუკუნეში, ამ ქაოსში, ამ რეჟიმსა და მითუმეტეს, ამ ქვეყანაში, რომელიმე თქვენგანი სტრესში არ არის, ალბათ ძალიან ცდებით. გარდა უარყოფითი ემოციებისა, სტრესს თურმე მძაფრი პოზიტიური შეგრძნებებიც იწვევს.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რამდენად დასტრესილი ხართ და რა არის თქვენი სტრესის გამომწვევი მიზეზი, ამაში გადაცემა ”ექიმების” წამყვანები დაგეხმარებიან. გაითვალისწინეთ, რომ სტრესი შეიძლება, ნევროზად გადაიქცეს, რაც ჩვენს ორგანიზმსა და ფსიქიკას საკმაოდ მძიმე შედეგებდე მიიყვანს. ამიტომ, დროულად აღმოჩენილი და მოგვარებული პრობლემა სერიოზულ გართულებებს აგარიდებთ.

უპასუხეთ ექიმების მოკლე ტესტს:

1. ხშირად გაღიზიანებენ მეგობრები და ოჯახის წევრები?

2. ძილთან დაკავშირებული პრობლემები ხომ არ გაქვთ?

3. უმადობას ხომ არ უჩივით?

4. გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ?

5. საქმეზე კონცენტრირება გიჭირთ?

თუ მოცემული ხუთი კითხვიდან სამს მაინც გაეცით დადებითი პასუხი, იცოდეთ, რომ თქვენ დასტრესილი ხართ!

”რუსთავი2”-ის ექიმების რჩევების მიხედვით, სტრესისგან თავის დაღწევა სახალისო და სასიამოვნო მეთოდებითაცაა შესაძლებელი. ჩვენ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ: მაგალითად, გაისეირნეთ! სეირნობისას ორგანიზმში გამოიყოფა ენდორფინები, რომლებიც ამცირებენ სტრესის ჰორმონებს. ასევე, ხშირად ჩაეხუტეთ და აკოცეთ ერთმანეთს. კოცნის დროსაც ორგანიზმში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ენდორფინები.

გარდა ამისა, მოუსმინეთ მუსიკას! კლასიკური მუსიკა გულის ცემას არეგულირებს და დეპრესიის ჰორმონს – კორტიზოლს ამცირებს. თუმცა, არამხოლოდ კლასიკური მუსიკა ქმნის პოზიტიურ განწყობას, ნებისმიერი მუსიკის დროს გამოიყოფა ტვინში დოფამინი, რომელიც ბედნიერების შეგრძნებას მოგმატებთ.

ანტისტრესული მოქმედება აქვს ბანანს, ისევე როგორც კარტოფილს და ლობიოს. ეს ყველაფერი შეიცავს პოტასიუმს, რაც არეგულირებს წნევას სტრესის დროს და გიცავთ გულის შესაძლო შეტევისგან. არ არის ცუდი საღეჭი რეზინიც. ის გაფხიზლებთ, შფოთვას გიხსნით და გიმცირებთ სტრესს, როცა ერთდროულად რამდენიმე საქმით ხართ დაკავებული.

თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან კარგი ყოფილა ქსოვა და სხვა ისეთი ხელსაქმეც, რაც განმეორებით მოქმედებებს მოითხოვს. ასე რომ ქსოვეთ, განურჩევლად სქესისა. ალბათ გსმენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტიც სიამოვნებით ქსოვს.

მოკლედ, დაელოდეთ გადაცემა ”ექიმებს” კვირას, 6 საათიანი ”კურიერის” შემდეგ, გაითვალისწინეთ კომპეტენტური რჩევები და რაც მთავარია, გაერთეთ. საკუთარი სტრესების მოსახსნელად ექიმებმა გადაცემის ჩაწერისას ისეთი აურზაური და მხიარული სანახაობა მოაწყვეს, რომ აუცილებლად იცინებთ, სიცილის დროს კი თქვენს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42