სანიკიძის ახალი სქემა - ვინ და როგორ შეაფასებს პედაგოგს?
საზოგადოება - 16:56, 19 Feb, 2015     1135

19 თებერვალს საქართველოს მთავრობამ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა დაამტკიცა, რომლის მარეგულირებელი დოკუმენტები სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ შეიმუშავა. მთავრობის სხდომის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სამინისტროში ჟურნალისტებს ახალი სქემის პრეზეტნაცია წარუდგინა.

მინისტრი განმარტავს, რომ სქემა ერთიანი სისტემაა, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია პედაგოგის მომზადება პროფესიისთვის. დოკუმენტში ასახულია როგორი უნდა იყოს საუნივერსიტეტო პროგრამა, პროფესიაში შესვლის გზები და როგორ უნდა შეეწყოს ხელი პედაგოგს კარიერულ წინსვლაში.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მოქმედი სერტიფიცირების მოდელის ძირითადი ხარვეზი იყო ის, რომ მოდელი არასისტემური იყო და მასწავლებლის შეფასება მხოლოდ საგამოცდო ფორმატში ხდებოდა. ,,ის არ იყო ორიენტირებული მასწავლებლის განვითარებაზე და სრულად ვერ ასახავდა მასწავლებლის საქმიანობას და მის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს“ - აცხადებს მინისტრი.

მისი განმარტებით, მასწავლებლის შეფასების ახალი სისტემის დანერგვით, ცნობილი გახდება რამდენად ეფექტურად იყენებს პედაგოგი მის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს პრაქტიკაში და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსწავლის შედეგები გაუმჯობესდეს.

,,სქემის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი ფუნქციების სკოლაზე დელეგირება და ამით მისი ავტონომიურობის გაზრდა.

შეფასების კომპონენტი არის ყველა შემდგომი ქმედების დასაგეგმად აუცილებელი წინაპირობა, რომლის სკოლაში არარსებობა ნიშნავდა, რომ სკოლა არ იყო ორიენტირებული სასწავლო შედეგების გაუმჯობესებაზე.

რაც შეეხება გარე შეფასებებს, ამოქმედდება შეფასების ორი ფორმა - საგნობრივი გამოცდა და პრაქტიკაში დაკვირვება. რადგან ეს არის რეგულირებადი პროფესია სხვა რეგულირებადი პროფესიების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფო აყენებს მინიმალურ მოთხოვნებს. ხოლო ძირითადი ფუნქცია და აქტიობები ხორციელდება სკოლაში.

პროფესიულ განვითარებას თან ახლავს ფინანსური მხარდაჭერა, რაც სისტემის განუყოფელი ნაწილია. საუბარია ფინანსურ მოტივაციაზე ყველასთვის და განსხვავებულად კარიერული საფეხურების მიხედვით. უკეთესი ფინანსური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, კარიერულ საფეხურებში მოძრაობა დაგეგმილია მაქსიმალურად მოქნილად.

სქემაზე დაყრდნობით მომზადდა ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც კვალიფიციურ პედაგოგებს მოამზადებს“.

სანიკიძის უწყებაში მიიჩნევენ, რომ დღემდე, მასწავლებლის მომზადებისა და შეფასების თანამიმდევრული, ერთიანი სისტემა არ არსებობდა, ხოლო მათი განმარტებით, ახალი სისტემა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პედაგოგიური სფეროთი დაინტერესებას და მოემსახურება მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებას.

,,სახელმწიფო მზად არის გარკვეული რესურსები ჩადოს ახალი პედაგოგიური კადრების დასაფინანსებლად.

სამინისტრო ითვალისწინებს რა სქემის მასშტაბურობას, 2015-2016 წლებში სქემა იმუშავებს საპილოტე რეჟიმში. თუმცა, პედაგოგის მიერ პილოტირების პროცესში მიღწეული წარმატება შენარჩუნდება და გავლენას იქონიებს მისი საფეხურებში მოძრაობის პროცესზე.

ახალი სქემის ამოქმედების საფუძველზე, მოსწავლის სასწავლო შედეგები გაუმჯობესდება, მივიღებთ გაძლიერებულ და გადამზადებულ პედაგოგთა კორპუსს. მოხდება სისტემაში თავიდანვე კვალიფიციური კადრის შედინება“, - განაცხადა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42