ეკა ხოფერია რეიტინგებს არ ენდობა და კვლევებს არაობიექტურად მიიჩნევს
საზოგადოება - 14:42, 19 Feb, 2015     2469
„ვწერ ტვ ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად. ბევრმა თქვენგანმა იცის ჩემი პოზიცია იმ სარეიტინგო კვლევასთან, რომელსაც ჩვენ ტელევიზიები ვიღებთ - მე მათ არ ვენდობი, არც "'მოგების" და არც " წაგების" დროს“ - წერს ეკა ხოფერია და რეიტინგებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქვეყნებს.

ეკა ხოფერია: ის, რომ მთელი საქართველოს ყურებადობას 350 ცალი(!!!!) ჩიპი განსაზღვრავს, აბსურდად მე კი არა, ჯერ კიდევ რუსთავი ორში წლების წინ მოწვეულ ფრანგ ტრენერს მიშელ ოლივიეს მიჩნდა( და ძალიან ბევრ საქმეში ჩახედულ ადამიანს) და გვირჩევდა, იფიქრეთ ალტერნატივაზე, ვინაიდან მუდამ იქნებით ამ არაობიექტური რეიტინგების მანიპულაციის მსხვერპლნი. ის, თუ როგორ მონტაჟდებოდა, ( ბევრი უარს ამბობდა) ვიცით ყველამ.
მე რამდენიმე მაგალითს გეტყვით: არხი გათიშული იყო 1 საათი და სწორედ იმ დროს დილის გადაცემას ჰქონდა მომატებული რეიტინგი) ჩემს შემთხვევაში, შეუძლებელია " თვითმფრინავის ბიჭებს" რომელმაც ვითომ მოიგო, ჰქონოდა მხოლოდ 9 პროცენტი, შეუძლებელია არ მოეგო გადაცემას " ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად მარათონი", სადაც რეკორდული ზარი და თანხა შემოვიდა და ელემენტარული ჟურნალისტიკური ამბავი იყო: დაემთხვა ტოპ-ნიუსი და დრამა ერთმანეთს.
შეუძლებელია, მაგალითად, გურამ ბზვანელზე გადაცემას მოეგო რეგიონში და წაეგო თბილისში, ახსნას არ დავიწყებ, თავად მიხვდებით. ალოგიკურია ყველაზე პოპულარული სერიალების მთავარი გმირების ექსკლუზიურ ინტერვიუს ( თურქულ სერიალებს ვგულისხმობ) არ ჰქონოდა მაღალი ყურებადობა( ეს იგივეა" ჩვენს ბავშვობაში "სანტა ბარბარას" გმირებისთვის რომ არ გეყურებინათ), ალოგიკურია :პაატა ბურჭულაძის დაბადების დღის აღმნიშვნელი პირდაპირი ეთერიდან მეორე დღეს ხალხი რომ მიაწყდა სალაროებს და მინიმუმ იქ მჯდომ 7 ათასს ეს გადაცემა რომ ნანახი ჰქონდა, თავად გადაცემას ჰქონოდა საშუალო შედეგი) როგორც ჩემი ერთი კარგი მეგობარი იტყოდა, ჩათვალე, რომ იმ 350 ადამიანმა არ უყურა და მორჩა) ასეც ვფიქრობ, ვინაიდან დიდი ხანია ვარ ჟურნალისტიკაში და ზუსტად ვიცი რეიტინგებით მანიპულირების თემის შესახებ.
ერთს გეტყვით, ჩვენ, მათ , ვინც ე. წ. ფეისები ვართ, რეიტინგებს არ დაგვითვლიან და ნებისმიერი ტვ დიდი ხანი დაგვითმობს ეთერს იმიტომ, რომ გვაქვს გამოცდილება და ასე შემდეგ. თქვენ თქვენი " მოგონილი" რეიტინგებით ძირშივე სპობთ მომავალ ტელე-წამყვანებს თუ პროდიუსერებს, რომლებმაც რეიტინგი თუ ვერ დაწერეს, მეორე დღესვე დაუხურავენ გადაცემას.
მათ მართლა ეგონებათ, რომ მთელი საქართველოს გულს მოიგებ, თუ ეკრანზე მხოლოდ გარკვეულ თემებს და გარკვეულ ადამიანებს ისიც მეათასედე განმეორებით აჩვენებ და სულ ეს გექნებათ. მე კი განვაგრძობ იმას, რასაც ვაკეთებდი და მაპატიეთ, მაგრამ ამ არაობიექტური კვლევით არასდროს ვიხელმძღვანელებ და თუ ოდესმე საქართველოში მართლა ობიექტური არა ოცნების თუ ნაციონალების დაყენებული ჩიპები იქნება, ჩავთვლი, რომ რაღაცით წინ წავედით. თორემ თქვენი რეიტინგებით რუსთავი ორში მიწისძვრის დროს მთელი ღამე რომ პირდაპირ ეთერში ვიმუშავე, იმ ეთერზეც ერთი 10 პროცენტს გადმომიგდებდით))))




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42