„ცოტა არაპროფესიონალი მეწყვილე რომ გჯობია ისღა დაგრჩენია თავში მინიმუმ ტაფა ჩაირტყა“, - წერს ქართველი მომღერლების ტალანტით „თავზარდაცემული“ ანრი ჯოხაძე.
„არა და რა მაგარი რეპერტუარი აქვთ შერჩეული... რუსა მორჩილაძის დამსახურებაა ასეთი სუპერ სიმღერები“ - დასძენს სინანულით.
„გადართეთ იმედზე და უმრავლესობა ამ დღეშია, რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ, აქ ნახავთ რას ნიშნავს როცა ქართველი მომღერალი გქვია და ქართულ სიმღერას სამარცხვინოდ მღერი“ - როგორც გაირკვა ამ პოსტით მომღერალი „ორი ვარსკვლავის “ მომღერლებს ეხმაურება.
ანრი ჯოხაძის პოსტს მომღერლის ფეისბუქელ მეგობართა გამოხმაურება უხვად მოჰყვა. მათ კრიტიკის ქარცეცხლში ქართველ მომღერლებთან ერთად ჟიურის წევრებიც გაატარეს.
Irinka Jay ქართული სიმღერა ყველაზე რთული შესასრულებელია! სამწუხარო და გასაოგნებელია, რომ სცენაზე მდგომმა უამრავმა კონკურსანტმა თუ პროფესიონალმა, საერთოდ არ იცის რა არის ქართული სიმღერა! გაგნებაშიც არაა! და ყველაზე უარესი რომ მათ (რადგან სხვა სფეროში ცნობადი სახეები არიან!) ხოტბას ასხამენ და უმაღლეს შეფასებებს აძლევენ! მითუმეტეს ის, ვინც "მომღერალია" და დეტონაციებით და ხშირად სხვა ტონალობაშიც კი მღერის (( აი ძალიან სამარცხვინოა.
Keti Adamia ეს ვარსკვლავი ისეთი ხელწამოსაკრავი წოდება გახადეს,ვინც მეტ-ნაკლებად იმსახურებს,მასაც აუფასურებენ... ვაი-ვარსკვლავომანია შეეყარა ერს.
Tsira Bzishvili ღირსები ვართ, ხალხს ერთი სიმღერა არ გააჩნია თავისი რეპერტუარიდან და ვარსკვლავებს ეძახიან.
წყარო: http://jolo.ge/

მასალის გამოყენების პირობები






