ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ -ხუდონჰესის და ანაკლიის პროექტები მაქსიმალურად უნდა იქნეს რეალიზებული და ყველა ხელშემშლელი ფაქტორი უნდა აღმოიფხვრას.
ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.
„ენერგეტიკაში ინვესტიციები სტაბილურად ხორცილდება. ველოდები დაანონსებული ენერგეტიკული პროექტების უფრო აქტიურად დაწყებას - ვგულისხობ, ხუდონჰესს, ანაკლიის პროექტს. ეს პროექტები მაქსიმალურად უნდა იქნეს რეალიზებული და აღმოიფხვრას ყველა ხელშემშლელი ფაქტორი. დარწმუნებული ვარ, სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. მგონი, კარგად ჩანს, რეალურად რა კეთდება დღეს ამ კუთხით“, - აცხადებს ექსპერტი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
რაც შეეხება ლარის შესუსტებას, ლექვინაძის განცხადებით, მთავარი მიზეზი საგარეო ფაქტორი და დოლარის გაძლიერებაა, არსებული მაჩვენებელი კი საგანგაშო არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






