გთავაზობთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ეს არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა. ბუღალტრული აღრიცხვის დეპარატმენტი ექვემდებარებოდა დირექტორის მოადგილეს. შესყიდვების დეპარატმენტის კურატორი კი, დირექტორის პირველი მოადგილე იყო. ორი დეპარტმენტი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია მართვის დროს და მათი ფუნქციების გადაკვეთა არ ხდება.
განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ახალმა მენეჯმენტმა „საქართელოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2014 წლის ფინანსური ანგარიშების ანალიზისას, თვითონ დააფიქსირა გარკვეული შეუსაბამობები, რის თაობაზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრი. სამინისტრომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თავად შეისწავლა საქმე და შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადაუგზავნა.“-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ გნცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






