გლდანის რაიონში, უწერის ქუჩაზე მოძველებული წყალსადენის მილები ახლით შეიცვალა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:52, 18 Feb, 2015     1590

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გლდანის რაიონში, უწერის ქუჩაზე გამავალი მაგისტრალური მილების მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთების ახლით შეცვლა უკვე დაასრულა. კომპანია, დღეს, ახლადშეცვლილი 700-მეტრიანი ბოლო მონაკვეთის წყალმომარაგების ერთიან სისტემასთან მიერთების სამუშაოებს უწერისა და ბარისახოს ქუჩების კვეთაზე ახორციელებს. მაგისტრალური წყალდენების რეაბილიტაციის შედეგად, გლდანისა და ნაძალადევის რაიონების მოსახლეობა სასმელი წყლით გაცილებით სტაბილურად მომარაგდება.

უწერის ქუჩაზე მთლიანად ახლით არის შეცვლილი ორი 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური მილდენის ხანდაზმული მონაკვეთები. შეცვლილი მილების საერთო სიგრძე 1500 მეტრს შეადგენს. ასევე, განახლებულია უწერის ქუჩის მოძველებული განშტოებების 300 მეტრი, დამონტაჟდა ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი 12 ურდული და მოეწყო წყალსადენის ახალი საკვანძო ჭები.

წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი თბილისის სხვადასხვა უბანში წელსაც, გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხანდაზმულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს თბილისის 70-მდე ქუჩაზე ახლით შეცვლის. ქუჩების ქსელების რეაბილიტაციის პროგრამას კომპანია თბილისის წყალსადენისა და წყალარინების სისტემების გაჯანსაღებისა და სტაბილური წყალმომარაგების მიზნით ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42