„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ზუგდიდში ოკუპირებული აფხაზეთიდან, რუსული ულიცენზიო მედიკამენტები შემოდის.
აფხაზეთიდან შემოტანილი, არალეგალური წამლები, ლიცენცირებული მედიკამენტების ფასზე ორჯერ ნაკლებია, რის გამოც მომხმარებელი, რომელსაც ძვირადღირებული მედიკამენტების შეიძინის მატერიალური შესაძლებლობა არ გააჩნია, იძულებულია არალიცენზირებული მედიკამენტებზე გააკეთოს არჩევანი.
მაგალითად, ერთერთი მედიკამენრტი „ალბუმინი“, რომელის ანალოგიური შემადგენლობის მქონე მედიკამენტი არ არსებობს, ფასის მატების შემდეგ 96 ლარი ღირს, ხოლო არალეგალურად შემოტანილი ამავე მედიკამენტის შეძენა ზუგდიდში 50 ლარად არის შესაძლებელი. მომხმარებელი არ არის დაზღვეული, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოტანილი მედიკამენტები ფალსიფიცირებული არ არის, მაგრამ ღირებულებებს შორის არსებული დიდი სხვაობის გამო იძულებულია ამ გზას მიმართოს.
სწორედ მედიკამენტებზე გაზრდილი ფასის გამო დღეს ზუგდიდში საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მედიკამენტებზე ფასის ზრდა, არ ლარის კურსის მერყეობით გამოწვეული მიზეზით მოხდა, არამედ ორ კონკრეტულ ფარმაცეფტულ კომპანიასა და ხელისუფლებას შორის მონოპოლიური შეთანხმების შედეგად.
მასალის გამოყენების პირობები






