საქართველო-უკრაინის სავაჭრო ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა. 2015 წლის იანვარში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი 75%-ით, ხოლო იმპორტი 20%-ით შემცირდა, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 28,2 მლნ ლარი შეადგინა. იმის გამო, რომ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა ისევ არაპროგნოზირებადია, გამორიცხული არ არის, რომ წლის განმავლობაში უკრაინაში როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი კიდევ უფრო შემცირდეს.
უკრაინასთან ექსპორტ იმპორტს შორის არსებული დისბალანსი , განპირობებულია იმ სავაჭრო სტრუქტურით , რაც ამ ორ ქვეყანას შორის არის. საქართველო უკრაინიდან ისეეთ პროდუქციას იძენს, რომელიც ფართო მოხმარებისაა, მაგალიტად საკვები. საქარტველოდან კი ძირითადად ალკოჰოლური და მინერალური სასმელი შედის, რაც საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ნაკლებად მოთხოვნადია.

წყარო "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






