გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ფოთის ნავსადგურზე მომხდარ ინციდენტზე
საზოგადოება - 20:46, 17 Feb, 2015     1881

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეორე ნავმისადგომზე, მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, სარკინიგზო ვაგონ-ცისტერნიდან პიროლიზური ფისის გადატვირთვის პროცესში მოხდა ნივთიერების ავარიული დაღვრა პორტის ტერიტორიაზე. ადგილი, სადაც მოხდა ნივთიერების დაღვრა, მოშორებითაა დასახლებული პუნქტიდან, აქედან გამომდინარე ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პიროლიზებული ფისი შეიცავს აქროლად ნივთიერებებს, რამაც გამოიწვია ქალაქის ტერიტორიაზე სუნის გავრცელება.

პიროლიზური ფისი სპეციალურ სადრენაჟე ნაგებობაში ჩაიღვარა. ამ ეტაპზე ნავსადგურის ადმინისტრაციის მიერ, დაბინძურების ლოკალიზაციისა და ძირითადი სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. არხებიდან ნივთიერების ჩატუმბვა ვაგონ-ცისტერნებში განხორციელდა უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი. ასევე, იმყოფებიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები. განხორციელდა სინჯების აღება და გატარდება შესაბამისი რეგირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორია კონტროლზეა აყვანილი, რაც გამორიცხავს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42