გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით, 18 წლის ბიჭს 12 წლის გოგონა საკლასო ოთახიდანაც გაჰყავდა.
ინფორმაციას „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს.
სკოლის დირექტორი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი“, – აცხადებს დირექტორი. კახეთის საინფორმაციო ცენტრი გოგონას რამდენიმე თანაკლასელსაც ესაუბრა. კონფიდენციალობის დაცვის პირობით, მათ დაადასტურეს, რომ მამაკაცს გოგონა გაკვეთილების დროსაც გაჰყავდა საკლასო ოთახიდან და ამბობდა, რომ ის მისი საცოლე იყო.
„ჩვენ გვქონდა გოგონასთან საუბარი და ის ბედნიერად გრძნობდა თავს. კი, ცოლი ჰყავდა იმ ბიჭს, პირველი ცოლი, მაგრამ რატომ უნდა მეეჭვა რამე? მე არ ვერევი სხვის პირად ცხოვრებაში“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.
შეგახსენებთ, გურჯაანის რაიონში მცხოვრები 12 წლის ორსული გოგონას ყოფილი მეუღლე უკვე დაკავებულია. 12 წლის გოგონა, რომელიც ზაფხულში გათხოვდა, 6 თვის ორსულია. ცოტა ხნის წინ ცნობილია გახდა, რომ იგი მეუღლემ მიატოვა და პირველ ცოლს დაუბრუნდა, რომელიც 9 თვის ორსულია.
ვრცლად იხილეთ ლინკზე: "კახეთის საინფორმაციო ცენტრი"
მასალის გამოყენების პირობები






