რატომ სამსუნგი და რა უპირატეოსბა გააჩნია სმარტ-ტელევიზორებს.
„სამსუნგი“ დიდი პასუხისმგებლობით უდგება მომხმარებლების პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვას. კომპანიის პროდუქციაც სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი პარამეტრის გათვალისწინებით არის შექმნილი. „სამსუნგი“ იცავს უსაფრთხოების დაცვის ყველა ინდუსტრიულ სტანდარტს, რათა უზრუნველყოს მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოება მათი არასანქცირებული შეგროვებისა და გამოყენების თავიდან აცილების მიზნით.
ხმის ამოცნობის ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლებს ხმოვანი ბრძანებების დახმარებით მართოს ტელევიზორი. სწორედ ეს გახლავთ სმარტ ტელევიზორების ერთ-ერთი უპირატესობა, რომლის გააქტიურებაც მხოლოდ მომხმარებლისმიერ ხდება შესაძლებელი. მომხმარებელს შეუძლია მარტივად გაარკვიოს არის თუ არა ჩართული ხმის ამოცნობის ფუნქცია. ამაზე მიუთითებს მიკროფონის ნიშანი, გამოსახული ტელევიზორის ეკრანზე.
ხმის ამოცნობის ფუნქციის მუშაობის უზრუნველსაყოფად თქვენი ინტერაქტიური ხმოვანი შეტყობინებები (მოწყობილობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, ასევე საიდენტიფიკაციო მონაცემები) გადაეგზავნება სერვისის მომწოდებელს ( ამჟამად კომპანია Nuance Communications, Inc.), რომელიც მიღებულ ჩანაწერს გარდაქმნის ტექსტად. ამდენად, ხმოვანი მონაცემები იგზავნება სერვერზე, რომელიც ეძებს მოთხოვნილ კონტენტს, და შემდეგ სასურველ შედეგს აბრუნებს ტელევიზორის ეკრანზე.
„სამსუნგი“ აგროვებს ინტერაქტიულ ხმოვან ბრძანებებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მომხმარებელი კონკრეტული საძიებო მოთხოვნით მიმართავს სმარტ ტელევიზორს დისტანციური მართვის პულტზე ან ტელევიზორის ეკრანზე აქტივაციის ღილაკზე თითის დაჭერით და დისტანციური მართვის პულტის მიკროფონით ხმოვანი ბრძანებით.
მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძია შეწყვიტოს ხმით მართვის ფუნქციის მოქმედება -ტელევიზორის მენიუში - პარამეტრებში - აღნიშნული ფუნქციის გათიშვის საშუალებით.
მასალის გამოყენების პირობები






