"ქუთაისის გაეროს მოდელირება 2015" დელეგატების შერჩევა დაიწყო!
საზოგადოება - 23:17, 16 Feb, 2015     3016
"გაეროს მოდელირება" - ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სამი დღის განმავლობაში ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებში, სადაც გაეცნობიან გაეროს მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ფორმალურ და არაფორმუალურ დისკუსიებში.

სესიის ფარგლებში მონაწილე ახალგაზრდები მოირგებენ სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერების როლებს და მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. უშუალოდ ჩაერთვებიან დიპლომატიურ მოლაპარაკებებში. ახალგაზრდა ლიდერებისთვის ეს პროექტი არისშანსი, რომ გამოავლინონ საკუთარი შესაძებლობები და მიიღონ გამოცდილება იმ თანატოლებთან ერთად, რომლებსაც რამოდენიმე წელიწადში მოუწევთ რეალურად სახელმწიფოს მართვა და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ლიდერები აქტიურად არიან ჩართულნი გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს:

• გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები

• გაიღრმავონ ლიდერული თვისებები

• ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები

• მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება

• გაიცნონ და დაუახლოვდნენ თანატოლებს მთელი მსოფლიოდან

პროექტის დასასრულს თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო პროექტს.

საკომიტეტო სესიები და გენერალური ასამბლეა გაიმართება ქუთაისის პარლამენტში!

თარიღი: 10,11,12 მარტი

ასაკი: 15-30

სამუშაოენა: ქართული

Dress Code: ოფიციალური

გამარჯვებული დელეგატები:

• გაემგზავრებიან ლიტავში სრული დაფინანსებით

• გამეგზავრებიან Erasmus+ ის სატრენინგო პროგარამით ევროპაში ერთი კვირის ვადით.

• მიიღებენ 100% და 20% ფასდაკლებას პროტოკოლის სკოლის დამფუძნებლებისაგან

პროექტში მონაწილეობის საფასური: 35 ლარი

მონაწილეობის საფასური ფარავს მთელი პროექტის განმავლობაში საკანცელარიო ნივთების, კვების, ორენოვანი სერტიფიკატისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებებისა თუ აქტივობების საფასურს:

შენიშვნა: თითოეული აპლიკანტი მონაწილეობის საფასურს იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გაივლის შესარჩევ ეტაპს. შერჩევის შემდეგ, თუ დელეგატი საკუთარი სურვილით გადაიფიქრებს პროექტში მონაწილეობას, გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდება.

სააპლიკაციო ფორმა დელეგატის პოზიციაზე (განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 1 მარტი)

https://docs.google.com/forms/d/1b6boQ6Ugu4SDr3uCNB6rYLeZLK4tD9EBPwR0Rq3_YBw/viewform?c=0&w=1

სააპლიკაციო ფორმა კომიტეტის ხელმძღვანელის პოზიციაზე (განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 25 თებერვალი)

https://docs.google.com/forms/d/1nqbpB6aRfzIKAEvgmFxcKYTNBOSzD2CtD0sfyA9mNaE/viewform?c=0&w=1

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

+995 555910033

+995 555116383

Email: georgianmuna@gmail.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42