„ნიჭიერის“ ფინალისტს ეჭვიანი შეყვარებული, ნიკა გვარამიას გამო დაშორდა
„ჩვენი ურთიერთობა „ნიჭიერის“ პერიოდში დაიძაბა. საუბრებს ჩხუბით ვასრულებდით“, -ამბობს მომღერალი ინდირა ჯგერენაია და შეყვარებულთან დაშორების დეტალებს აღწერს - „ჩვენს სახლში ლეწვა-მსხვრევის ხმა ისმოდა. ამის გაგრძელება შეუძლებელი იყო. ახლა სახლში ხელოსნები მყავს და ჩვენს დალეწილს ვასწორებინებ“.
წყვილმა ერთად სამი წელი იცხოვრა. ინდირას თქმით დაცილების მიზეზი შეყვარებულის ავადმყოფური ეჭვიანობა იყო.
ინდირა ჯგერენაია: აღარ მრჩებოდა იმის დრო, რომ მისთვის ყურადღების დიდი ნაწილი დამეთმო. ეს გაუგებრობა დროის უქონლობის გამო გაჩნდა. დეპრესიაში მყოფი სახლში ვიჯექი და გვერდით მყავდა. რომ გამოვკეთდი და პროექტში ვმონაწილეობდი, უყურადღებობით პრობლემები შეგვექმნა. შეიცვალა და ისეთი ეჭვიანი გახდა, რომ მის გვერდით ცხოვრება გაუსაძლისი იყო. ქუჩაში წანწალს მიეჩვიეო - ეს იყო საყვედურების დასაწყისი. იყო უაზრო ეჭვიანობის ფრაზები - რატომ გეჯდა გვერდით? ასე ახლოს რატომ დაგიჯდა? რატომ ესაუბრე? ასეთი ელემენტარული რამიდან იმხელა ჩხუბამდე მივდიოდით, წყობიდან გამოვყავდი. ღამით მაღვიძებდა და იგივე კითხვებს მისვამდა, რასაც დღისით, ეგონა ძილში "სიმართლეს" დამაცდენინებდა. "ფეისბუქზე" კითხულობდა კომენტარებს, პასუხებს ჩემს ნაცვლად თვითონ წერდა.
ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით "ნიჭიერში" 10 ათასი ევრო რომ მოვიგე, "ფეისბუქზე" ჭორაობა ატყდა - რატომ მისცა ამდენი ფული, საყვარლები ხომ არ არიანო? გაღიზიანდა ამ კომენტარებზე. თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, ვერ ეგუებოდა. ამ დროს თვითონ იცოდა, ნიკასთან როგორი მორიდებული ურთიერთობაც მაქვს. მაგრამ ამ ჭორაობას უღრმავდებოდა, ეჭვებში ვარდებოდა, რას იფიქრებენ შენზეო. მარტივად იცხოვრე-მეთქი ვურჩევდი, მაგრამ ეს ვერ მოახერხა, გულში იხვევდა ბევრ რამეს. ერთი კვირა დარდობდა, ასე რატომ გითხრესო.
ხალხი რომ დიდ ყურადღებას მაქცევდა, გაღიზიანება დაეწყო. გიჟდებოდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რესტორანში ვიყავი მეგობრებთან ერთად და იქ მოვარდა და "კონცერტები" ჩამიტარა. უკვე გაუსაძლისი გახდა მის გვერდით ყოფნა. ბევრი სიკეთე გამიკეთა, მძიმე დროს გვერდით მედგა. მასზე დამოკიდებული ვიყავი. მივენდე, მაგრამ ავადმყოფური ეჭვიანობით არც მე, არც ოჯახის წევრები და არც მეგობრები არ დაგვზოგა.
ეს ავადმყოფობაა, სიყვარული არ არის. ზოგი კაცის ბუნებაში ეს დევს და ადრე თუ გვიან ამჟღავნებს. თუ პირველი გამოვლინება აპატიე, მერე სულ გამოამჟღავნებს და ჯოჯოხეთში გაცხოვრებს. ამიტომ, ერთხელაც კარი გავუღე და გადი, შენი დანახვა აღარ მინდა-მეთქი, ვუთხარი. არის რაღაც, რასაც ვერ ვპატიობ. მას ვერ წარმოედგინა თუ მე ამ გადაწყვტეილებას მივიღებდი. ბოდიშები მიხადა, პატიება ითხოვა, მაგრამ ეს უკვე გვიანია. ერთხელ რომ გატკენს, ის მეორედაც გატკენს და ასე გააგრძელებს. ამიტომ იქვე უნდა გაწყვიტო ურთიერთობა. ძნელია, მის გარეშე ცხოვრება მიჭირს, მაგრამ იმედია, ამ ყველაფერს დავძლევ".
წყარო: პრაიმტაიმი
მასალის გამოყენების პირობები
წყვილმა ერთად სამი წელი იცხოვრა. ინდირას თქმით დაცილების მიზეზი შეყვარებულის ავადმყოფური ეჭვიანობა იყო.
ინდირა ჯგერენაია: აღარ მრჩებოდა იმის დრო, რომ მისთვის ყურადღების დიდი ნაწილი დამეთმო. ეს გაუგებრობა დროის უქონლობის გამო გაჩნდა. დეპრესიაში მყოფი სახლში ვიჯექი და გვერდით მყავდა. რომ გამოვკეთდი და პროექტში ვმონაწილეობდი, უყურადღებობით პრობლემები შეგვექმნა. შეიცვალა და ისეთი ეჭვიანი გახდა, რომ მის გვერდით ცხოვრება გაუსაძლისი იყო. ქუჩაში წანწალს მიეჩვიეო - ეს იყო საყვედურების დასაწყისი. იყო უაზრო ეჭვიანობის ფრაზები - რატომ გეჯდა გვერდით? ასე ახლოს რატომ დაგიჯდა? რატომ ესაუბრე? ასეთი ელემენტარული რამიდან იმხელა ჩხუბამდე მივდიოდით, წყობიდან გამოვყავდი. ღამით მაღვიძებდა და იგივე კითხვებს მისვამდა, რასაც დღისით, ეგონა ძილში "სიმართლეს" დამაცდენინებდა. "ფეისბუქზე" კითხულობდა კომენტარებს, პასუხებს ჩემს ნაცვლად თვითონ წერდა.
ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით "ნიჭიერში" 10 ათასი ევრო რომ მოვიგე, "ფეისბუქზე" ჭორაობა ატყდა - რატომ მისცა ამდენი ფული, საყვარლები ხომ არ არიანო? გაღიზიანდა ამ კომენტარებზე. თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, ვერ ეგუებოდა. ამ დროს თვითონ იცოდა, ნიკასთან როგორი მორიდებული ურთიერთობაც მაქვს. მაგრამ ამ ჭორაობას უღრმავდებოდა, ეჭვებში ვარდებოდა, რას იფიქრებენ შენზეო. მარტივად იცხოვრე-მეთქი ვურჩევდი, მაგრამ ეს ვერ მოახერხა, გულში იხვევდა ბევრ რამეს. ერთი კვირა დარდობდა, ასე რატომ გითხრესო.ხალხი რომ დიდ ყურადღებას მაქცევდა, გაღიზიანება დაეწყო. გიჟდებოდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რესტორანში ვიყავი მეგობრებთან ერთად და იქ მოვარდა და "კონცერტები" ჩამიტარა. უკვე გაუსაძლისი გახდა მის გვერდით ყოფნა. ბევრი სიკეთე გამიკეთა, მძიმე დროს გვერდით მედგა. მასზე დამოკიდებული ვიყავი. მივენდე, მაგრამ ავადმყოფური ეჭვიანობით არც მე, არც ოჯახის წევრები და არც მეგობრები არ დაგვზოგა.
ეს ავადმყოფობაა, სიყვარული არ არის. ზოგი კაცის ბუნებაში ეს დევს და ადრე თუ გვიან ამჟღავნებს. თუ პირველი გამოვლინება აპატიე, მერე სულ გამოამჟღავნებს და ჯოჯოხეთში გაცხოვრებს. ამიტომ, ერთხელაც კარი გავუღე და გადი, შენი დანახვა აღარ მინდა-მეთქი, ვუთხარი. არის რაღაც, რასაც ვერ ვპატიობ. მას ვერ წარმოედგინა თუ მე ამ გადაწყვტეილებას მივიღებდი. ბოდიშები მიხადა, პატიება ითხოვა, მაგრამ ეს უკვე გვიანია. ერთხელ რომ გატკენს, ის მეორედაც გატკენს და ასე გააგრძელებს. ამიტომ იქვე უნდა გაწყვიტო ურთიერთობა. ძნელია, მის გარეშე ცხოვრება მიჭირს, მაგრამ იმედია, ამ ყველაფერს დავძლევ".
წყარო: პრაიმტაიმი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






