„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ელბაქიძის ქუჩაზე სამუშაოები დაასრულა
საზოგადოება - 16:28, 16 Feb, 2015     1506
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალი მაგისტრალური ქსელების გაყვანა უკვე დაასრულა. მთლიანად ახლით შეიცვალა როგორც წყალსადენის, ასევე საკანალიზაციო მაგისტრალური მილები და განშტოებები. სამუშაოების შესრულებას კომპანიამ, დაახლოებით, 10 დღე მოანდომა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის - ომარ გოცირიძის განცხადებით, ყოფილი ელბაქიძის აღმართზე წყალსადენის 700 მეტრიანი ახალი ქსელი უმაღლესი ხარისხის ქარხნული წარმოების ფოლადის იზოლირებული წყლის მილებისგან მოეწყო და საკანალიზაციო ქსელიც ქარხნული წარმოების მაღალხარისხიანი მილებით შეიცვალა. ომარ გოცირიძის თქმით, ამ ეტაპზე ახლადგაყვანილი ქსელის ტესტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც მილების რეცხვის რამდენიმედღიანი პროცედურა ჩატარდება, ლაბორატორიული კონტროლის გავლის შემდეგ კი, ახალი ქსელი წყალმომარაგების ერთიან სისტემას მიურთდება.

როგორც ომარ გოცირიძე აღნიშნავს, წყალსადენის ახალი ქსელის მოწყობის პროცესში ელბაქიძის აღმართის მაცხოვრებლებს წყლის მიწოდება არ შეფერხებიათ, რადგან მათი წყალმომარაგება კომპანიამ, დროებით, ალტერნატიული 400 მმ-იანი ქსელის მეშვეობით უზრუნველყო.

ყოფილი ელბაქიძის აღმართზე, კვლავაც გრძელდება კომპლექსური სამუშაოები. სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურიც მონაწილეობს. სამუშაოების მიმდინარეობას კი საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო კურირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42