ექსკლუზივი: მორიგი სკანდალი "იდენტობასა" და მსახიობებს შორის
საზოგადოება - 16:53, 16 Feb, 2015     2366

მსახიობ მიშა გომიაშვილის მიერ უმცირესობებთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებას „იდენტობის” გამოხმაურება მოჰყვა. „მოვუწოდებთ ყველა დამსაქმებელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ბატონ გომიაშვილთან ყოველგვარი თანამშრომლობა“ - აცხადებს „იდენტობა“, - „წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიზრუნებთ იმაზე, რომ მისი ნებისმიერ დამსაქმებელისთვის ამიერიდან შეუძლებელი გახდეს ჰომოფობი დასის წევრებთან ერთად „გარყვნილ დასავლეთში“ გასტროლებით ტკბობა“.

ამ განაცხადმა მიშა გომიაშვილის კოლეგა ლელა ალიბეგაშვილი აღაშფოთა, რუსთაველის თეატრის მსახიობმა კოლეგას „ობიექტივის“ ეთერით მხარდაჭერა გამოუცხადა, რის შემდეგაც ძალიან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, - „შესაძლოა ამის გამო ლელა ალიბეგაშვილსაც პრობლემები შეექმნას“...

„რამდენადაც მითხრეს, ლელა ალიბეგაშვილის თეატრიდან გაშვებას ითხოვენ “ისინი”.- აცხადებს მსახიობი ნანა ხურითი. „არადა, ვიცნობ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ბევრად ღირსეულად იქცევიან, ვიდრე მათი “ვითომ დამცველები”.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „ნიუპოსტი“ თავად ლელა ალიბეგაშვილს დაუკავშირდა.

ლელა ალიბეგაშვილი: „არ დაიჯეროოოთ, ეს ტყუილია და არ შეესაბამება სიმართლეს... ეტყობა ვიღაცეები ძალიან ოცნებობენ ამაზე, დაიწერა კიდეც - „ლელა ალიბეგაშვილის რუსთაველის თეატრში მოღვაწეობას გადაეხედებაო“... ნეტავ, ვინ აპირებს ჩემი საქმის გადახედვას?! ძალიან მაინტრესებს... ეს არის ჭორი. ჩემი რეჟისორი მე პატივს მცემს და ჩემს გაშვებასაც არავინ აპირებს, ასე რომ...

არაფერი ისეთი მე იქ არ მითქვამს, პირიქით, ვფიქრობ რომ ყველა ქართველის სათქმელი გავაჟღერე.

მე გავაპროტესტე ის მუქარა რომელიც მიშა გომიაშვილის მისამართით წამოვიდა. იდენტობამ ზიზღით სავსე წერილი გაავრცელა. მე ჩემი მხარდაჭერა საკმაოდ ემოციურად გამოვხატე და განვაცხადე - არ გაბედონ მეორედ მუქარის და მოწოდებების გავრცელება- მეთქი. მუქარებისა და მოწოდებების გავრცელება ეს კანონიერია?!

მათ მოუწოდეს დამსაქმებლებს რომ მიშა გომიაშვილი არასად არ გადაიღონ, თეატრიდან გაუშვან, მათივე განცხადებით - თუ არ შეასრულებთ ამას ჩვენ ჩავრთავთ ყველა მექანიზმს და ისე გავაკეთებთ, რომ მათ უცხოეთში გასვლის საშუალებას არ მივცემთო.

ვინ არის ეს იდენტობა? ვერც კი ხვდებიან რომ ძალიან ცუდ საქმეს უკეთებენ არატრადიციული ორიენტაციის ხალხს, რადგან მე პირადად ვიყავი საკმაოდ ლოიალურად განწყობილი მათ მიმართ, საერთოდ ვერ ვიტან როდესაც ვიღაცა ვიღაცას ჩაგრავს. ვინც არ უნდა იყოს, წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ძალადობის, მაგრამ როდესაც უკვე ეს გარკვეული თემი ძალადობას ახდენს ჩვენზე, ტრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლებზე ეს უკვე მეტის მეტია და რეტის რეტია მეთქი - განვაცხადე. ეტყობა ამ სიტყვებმა გააბრაზა „იდენტობა“ .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42