ნიკა გვარამია, გიორგი კეკელიძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ზურა ბალანჩივაძე - ცნობილი ადამიანები სრულიად გასნხვავებული პროფესიებითა და ასაკით ერთმა ქუდმა გააერთიანა.
ყველაზე გამჭრიახი ლიტერატურული პერსონაჟის იმიჯის მორგება ბევრისთვის აღმოჩნდა საინტერესო - შერლოკის გამოჩენა ქალაქში კი, როგორც ირკვევა ახალ სასკოლო ოლიმპიადას უკავშირდება. საგანმანათლებლო პროექტმა სტარტი უკვე აიღო, მეორედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს, მთელი საქართველოს მასშტაბით „შერლოკი“ ელოდება.
როგორც ,,ნიუპოსტთან“ საუბარში ოლიმპიადის მეთოდისტმა ირმა შანშაშვილმა განაცხადა, მოზარდის ინტერესების გასათვალისწინებლად ტესტები ეროვნული სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შეიქმნა. თავისუფალი ოლიმპიადა „შერლოკის“ გამარჯვებულები ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველოს ყველა რეგიონიდან გამოვლინდებიან.
მასშტაბური ოლიმპიადა გამჭრიახი მოსწავლეების აღმოსაჩენად ემზადება.
მასალის გამოყენების პირობები






