სად და რატომ ხვდებოდნენ ერთმანეთს ლევან გაბუნია და იური ვაზაგაშვილი
საზოგადოება - 15:34, 16 Feb, 2015     5010

2002-2003 წლებში მოკლული გიორგი გაბუნიას მამა ლევან გაბუნია, იური ვაზაგაშვილთან შეხვედრას იხსენებს.

როგორც „თბილისელებთან“ ინტერვიუში გაბუნიამ განაცხადა, ისინი ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხვდებოდნენ.

„მაშინ რომ მე ეს მეთქვა, ამას ისე აღიქვამდნენ, თითქოს მე „ნაციონალურ მოძრაობას“ შევეკარი. გგონიათ ისინი არ მთხოვდნენ, გამოვსულიყავი და ამაზე მელაპარაკა?! მე ვიცოდი, რომ ისინი ამ საქმეს საჯაროდ არ გახსნიდნენ, უბრალოდ მე გამომიყენებდნენ ზურას წინააღმდეგ. ამ წლების განმავლობაში მეც ვებრძოდი „ნაციონალურ მოძრაობას“. ერთ ხანს „ეროვნული ფორუმის“ წევრიც ვიყავი. ერთი მიტინგი არ დამიტოვებია, ყველა აქციას ვესწრებოდი. ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც მე და იური იმ შეხვედრებზე ერთმანეთს ვხვდებოდით, თუმცა ჩვენ შორის ახლო კონტაქტი არ ყოფილა. იური ვაზაგაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლა მისი შვილის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, მანამდე მას მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა ნაციონალებთან, კონკრეტულად კი ერეკლე კოდუასთან. მე ვიცი რომ ამ თანხის გადაცემა, რომლითაც საქმე ჩაიფარცხა, კოდუას დახმარებით მოხდა“, - განაცახადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ ლევან გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ მისი შვილი გიორგი გაბუნია შეესწრო ბექა პაპუაშვილის მკვლელობას, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილმა 2002 წელს ჩაიდინა, შემდეგ კი ვაზაგაშვილმა მოწმეც მოიშორა და გიორგი გაბუნიაც მოკლა. 2002 წელს გაბუნია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42