რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალტან“ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილ მინისტრს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ რიტორიკა ქართულ ფასეულობებს და ოჯახიშვილობას დასცილდა:
„დღეს გლახად აიჭრა ქვეყანა, ზოგს ცხვირი აქვს მოღრეცილი, ზოგს ტვინი. შიგდაშიგ ძველბიჭური ინტონაციებიც ისმის. 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ რომ არ გაემარჯვა, ირაკლი ალასანიას არავიტარი საფრთხე არ ემუქრებოდა, თავიდანვე ისეთ ფირფიტას ატრიალებდა. თავიდანვე სხვა ამბიციები ქონდა...გახსოვთ , როგორ მოინდომა პრეზიდენტობა და რა დღეში იყო, ბატონმა ბიძინამ რომ ამხილა?
კაცის თვისება არ არის , ოჯახი გარიო საქმეში და ცოლებმა დაიწყონ ტლიკინი. ძალიან კარგადაც ვიცი , მთავრობის გადადგომას , რომ ითხოვენ, ვისგანაც არიან ხელდასმულები და ვისი იმედიც აქვთ. კარგად გაიხსენონ ბატონი ალასანია რამდენ ღობეზეა გადამხტარი და სად იყო თავით შემხტარი- „რვიანში“, „ცხრიანში“ თუ „თვრამეტიანში“- აცხადებს ამაშუკელი და ირაკლი ალასანიას 2012 წლის არჩევნებში „ფულის მოტეხვაში“ ადანაშაულებს.
„ვიტოვებ იმედს, ბატონი ალასანია გამობრძანდება და იტყვის, რომ ეს არის ტყუილი! ჩემზე რომ ტქვას ახლა ვინმემ თითქოს ჩიორა თაქთაქიშვილისადმი სატრფიალო პოემა მაქვს მიძღვნილი , ანდა თამარ ჩერგოლეიშვილი და ირმა ნადირაშვილი ორივე ერთად ჭრელ აბანოში დავპატიჟე, ხომ გამოვალ და ვიტყვი, რომ ტყუილია“- აღნიშნავს რეზო ამაშუკელი.
„ამომრჩეველი ახლა მაინც თუ არ დაფიქრდა კარდგად, მაშინ საუბედუროდ გაგრძელდება დეისაძეების, ნანუკა ჟორჟოლიანების და დუტასნაირი ჯღანვა და კისკისი, პომადიანი ბჭებისა და ხმადაბოხებული დედაკაცების ტყლარჭვა... იმ ძალის სახით, რომელიც დღეს ძალიან ბევრს ყელყელაობს და თავის ტავს მესამე ძალას უწოდებს , მეშინია, ქართველ საზოგადოებას ხელში არ შერჩეს პოლიტიკური „სამში ერთი“! ამის ალბათობა ძალიან დიდია.“- აცხადებს ამაშუკელი.
წყარო "ასავალ-დასავალი"
მასალის გამოყენების პირობები






