ჯაფარიძე მთავრობას გადასახადების განაკვეთების დაუყოვნებლივ შემცირებისაკენ მოუწოდებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:21, 16 Feb, 2015     1674

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი მუდმივად მცირდება.

ჯაფარიძის თქმით, ექსპორტის კლების მაჩვენებელმა კრიტიკულ ზღვარს მიააღწია და კრიზისის თვიდან აცილების მიზნით ის, ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შედგენილი, 36 პუნქტიანი გეგმის გადახედვას ურჩევს.
„პარასკევს, 13 თებერვალს გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის იანვრის მონაცემები, იანვარში აღინიშნა ექსპორტის 30%-იანი კლება, შეგახსენებთ რომ საქართველოს ექსპორტში ვარდნის ტენდენციაა დაწყებული შარშანდელი აგვისტოდან, მათ შორის, მნიშვნელოვანი ვარდნა აღინიშნა ნოემბერში 35%, დეკემბერში 20% და ახლა, იანვარში 30%. აღსანიშნავია რომ ექსპორტი მცირდება არა მხოლოდ უშუალო მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაშიც, 2014 წელს ევროკავშირთან ექსპორტი შემცირდა 2%-ით, ხოლო თუ ავიღებთ 2014 წლის მხოლოდ ბოლო, მეოთხე კვარტალს, ევროკავშირთან ექსპორტი შემცირებულია 31%-ით, ალბათ რთულად მოიძებნება დედამიწაზე ხელისუფლება, რომელიც მოახერხებდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამ რეგიონთან ექსპორტში ვარდნის მიღწევას.

ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ხელისუფლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ჩვენს ეკონომიკას პრობლემები აქვს, რადგან რეგიონს აქვს პრობლემები არის მცდარი ეკონომიკური ხედვების მორიგი გამოვლინება. ევროკავშირის ეკონომიკაში ამჟამად საპირისპირო ტენდენციებია, 2014 წლის მე-4 კვარტალი ითვლება ევროკავშირის ეკონომიკის შემობრუნების პერიოდად, ხოლო 2015 წელს ვარაუდობენ 2010 წლის შემდეგ ეკონომიკური ზრდის საუკეთესო მაჩვენებლის მიღწევას, შესაბამისად, ევროკავშირთან, არსებული რეალობის გათვალისწინებით ექსპორტი კი არ უნდა იკლებდეს, არამედ უნდა იზრდებოდეს". - ამ განაცხადის შემდეგ კი ჯაფარიძემ, რამდენიმეპუნქტიანი მოწოდებაც გაავრცელა:

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

1. ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილების გარეშე არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია.

2. მეტიც, ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება და მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის ყველზე გაჭირვებულ მოსახლეობას.

3. სასწრაფოდ უნდა მოხდეს გადასახადების განაკვეთების შემცირება.

4. უნდა გაუქმდეს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში შემოღებული ყველა ის რეგულაცია, რომელიც აფერხებს ეკონომიკის ზრდას

5. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომლებიც საქართველოს აქცევს რეგიონულ ჰაბად და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ეს და სხვა ნაბიჯები, რომლებიც მოცემულია ჩვენს მიერ მომზადებულ 36 პუნქტიან ანტიკრიზისულ გეგმაში, მნიშვნელოვანია გადაიდგას ახლავე, რათა თავიდან იქნას აცილებული ეკონომიკის რეცესიაში გადასვლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42