ტრაგედია საჩხერეში, რომელსაც კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
საზოგადოება - 11:48, 16 Feb, 2015     53829

საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში - ჭიათურიდან მომავალი "ოპელის" მარკის ავტომანქანა ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანებს, ანი და გურამ კაპანაძეებს დაეჯახა. ამ საშინელი ფაქტის თვითმხილველი მათი თანატოლები გახდნენ... მძღოლს გაქცევა არ უცდია, პოლიციას იქვე ჩაჰბარდა. სოფელ კორბოულის რწმუნებულის, ვახტანგ კაპანაძის თქმით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა და საჭე ვერ დაიმორჩილა.

- ავტომანქანას ჭიათურელი მამაკაცი, გვარად ყიფშიძე მართავდა. სოფლის გზებს ტროტუარი არა აქვს. მძღოლი 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოდიოდა, არადა, იქ მოსახლეობა ცხოვრობს და სიჩქარე შეზღუდულია. ბავშვები თანაკლასელის დაბადების დღიდან შინ ბრუნდებოდნენ... მთელი სოფელი შეძრულია. ერთი ჩვენი თანასოფლელის, 50 წლის მამაკაცის გულმა ამას ვერ გაუძლო - სამძიმრიდან შინ მიმავალი გულის შეტევით გარდაიცვალა. პანაშვიდებზე ოჯახს 25 წლის მეზობელი ეხმარებოდა. ეტყობა, ისე განიცადა ეს ტრაგედია, რომ მეორე დილით საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. საშინელება ტრიალებს სოფელში. გამგეობა გარდაცვლილების ოჯახებს დაეხმარება. ანის ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება.

დათო ნოზაძე, ანის თანაკლასელი: - უკვე მიწას მივაბარეთ ანი და გურამიკო. ეს საშინელებაა. ჩემი კლასელი ანი იყო, გურამი ერთი წლით უფროსია ჩვენზე. ანი საოცარი ბუნების გოგო იყო... ფაქტობრივად, შინ იყო მისული, გზაზე იმიტომ გაჩერდა, რომ მეგობრებს დამშვიდობებოდა. ამ დროს დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა გამოჩნდა, დაუყვირიათ ბავშვებს, ანი, უკან მანქანააო, მაგრამ ყველაფერი წამებში მოხდა, წინადადების დასრულება ვერ მოვასწარითო. ორივეს თავი ჰქონდა დარტყმული, დარტყმამ 15 მეტრის რადიუსზე გადაისროლა თურმე ბავშვები. გურამიც ყველას უყვარდა. ორივეს ბევრი ოცნება დარჩა აუსრულებელი".

როგორც ამბობენ, მძღოლს შვილი ჰყოლია ავად, მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, ექიმებს ოჯახისთვის თანხის გადახდა მოუთხოვიათ და ფული საავადმყოფოში მიჰქონდა, ამიტომ მიდიოდა ასეთი სიჩქარითო.


წყარო: "კვირის პალიტრა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42