ვინ შეასრულებს პრეზიდენტის როლს? - გიორგი ოვაშვილს ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს. სავარაუდო კანდიდატებად განიხილება ფრანგი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჟან რენო. რეჟისორმა დაიწყო მოლაპარაკებები 50 წლის დანიელ მსახიობთან მედს მიკელსენთან, რომელიც 2012 წლის კანი კინოფესტივალის მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელია.
,,ამჟამად ის დაკავებულია, რა თქმა უნდა მისი ჰონორარი არის ძალიან მაღალი. ასეთი კანდიდატების განხილვა შეიძლება თუ ბიუჯეტი მოგვცემს ამის საშუალებას“ - აცხადებს ოვაშვილი ,,პოსტსკრიპტუმთან" და არ გამორიცხავს, რომ თუკი მოხდება ფილმის საქართველოში გადაღება, მსახიობი იყოს ქართველიც, სრულიად ახალი მოულოდნელი სახე.
რეჟისორი ზვიად გამსახურდიას ოჯახსაც ესაუბრა.
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ,,ხუბულას“ დაფინანსებაზე უარი თქვა. არსებობს შესაძლებლობა, რომ მან ,,მანდარინების“ ბედი გაიზიაროს და არ მიენიჭოს ქართული ფილმის სტატუსი. კანის საერთაშორისო ფესტივალზე ხიბულას სცენარმა გაიმარჯვა და ჟიურიმ მას 15 პერსპექტიულ სცენართა შორის საუკეთესო პროექტად აღიარა. ამის მიუხედავად, წესლ აგამრთულ კონკურსზე, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა პირველივე ტურში უარი უთხრა გიორგი ოვაშვილს.
გადაღებისთვის საჭირო ბიუჯეტის 75% გიორგი ოვაშვილმა უკვე მოიპოვა, ხოლო საჭირო იყო 25%-ის დაფინანსება რომ ხიბულას მიენიჭოს ქართული ფილმის სტატუსი.
მასალის გამოყენების პირობები