სავალდებულო ტექდათვალიერება - კორუფციული და ბიზნეს მონოპლიური ინტერესები?
საზოგადოება - 20:44, 15 Feb, 2015     2010
როგორ და ვინ მოახდენდა სავალდებულო ტექდათვალიერების განხორციელებას, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი პირი, რომელი უწყება გაუწევს მონიტორინგს - ამის შესახებ კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. კოალიციის ლიდერი ვასო ურუშაძე ეჭვობს, რომ არ არის გამორიცხული ამ ყველაფრის უკან იმალებოდეს კორუფციული და ბიზნეს მონოპოლიური ინტერესები და ხდებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით მანიპულირება.

,,მოგეხსენებათ, რომ მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება მთავრობის დადგენილებით 2004 წელს გაუქმდა 2013 წლის 1 იანვრამდე. 2013 წელს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედების საკითხი კვლავ გადავადდა 2014 წლის 1 იანვარამდე, მაშინდელი შსს-ს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და მთავრობის დადგენილებით. ვინაიდან, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კანონმდებლობა არ იყო მომზადებელი.

ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ერთ-ერთ შეხვედრაზე საჯარო განცხადება გააკეთა. მისი თქმით 2014 წლამდე ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მომზადდებოდა. 2013 წლის 15 მარტს შეიქმნა „საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭო, (საქართველოს მთავრობის დადგენილება N55). განისაზღვრა საბჭოს შემადგენლობა, რომლის თავმჯდომარეც თავად ბიძინა ივანიშვილი გახლდათ, ხოლო საბჭოს კორდინირებას უწევდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნათია მიქელაძე.

ჩვენ, კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“, პირველივე დღიდან ვუწევთ მონიტორინგს, როგორც აღნიშნული საბჭოს მუშაობის პროცესს, ასევე მიმდინარე მოვლენებს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით. როგორც ჩვენთვის ცნიბილია, უწყებათაშორისი საბჭო 2013 წლის განმავლობაში შეიკრიბა მხოლოდ ერთხელ 2 მაისს, სადაც საბჭოს წევრებს დაევალათ შეემუშავებინათ შესაბამისი გეგმა და სტრატეგია თუ რა ფორმით უნდა მომხდარიყო ტექდათვალიერების აღდგენა. თუმცა ერთი წლის განმავლობაში არც ერთი გეგმა ან სტრატეგია არ გამხდარა საზოგადოებისთვის საჯარო. მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, 2013 წლის 2 მაისის შემდეგ უწყებათაშორისი საბჭო არც კი შეკრებილა.

კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივას“ 30 დეკემბრის წერილზე პასუხად შშს-ს სამინისტრომ დაგვიდასტურა, რომ საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილება კანონში „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“, რის საფუძველზეც ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენამ გადაიწია 2015 წლის 1 მარტამდე.

ასევე 2014 წლის 28 იანვარს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას განახორციელებს უცხოური კომპანია TUV Rheiland Group-ი.

ბუნებრივია, ჩვენთვის საინტერესო იყო რა პრინციპითა და კრიტერიუმებით მოხდა ამ კონკრეტული კომპანიის შერჩევა, იმ პირობებში, როდესაც, უწყებათაშორისი საბჭო 2013 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და არანაირი გეგმა ან სტრატეგია არ გამოუქვეყნებია. ასევე, ქალბატონი ნათია, თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, ყველა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა შეესაბამისობაში მოდიოდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, თუმცა, არავინ საუბრობს კონკრეტულად რა სტანდარტებტან გვაქვს საქმე და რისთვის უნდა იყვნენ მზად ქართველი ავტომფლობელები.

მონიტორინგის პროცესში, ჩვენ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი და ბუნდოვანი შეკითხვა დაგვიგროვდა. სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენის უწყებათაშორისი საბჭო 2013 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა, მათ ევალებოდათ შეემუშავებინათ გეგმა და სტრატეგია, თუ რა ფორმით, რა ვადებში და რა სისტემით მოხდებოდა ტექდათვალიერების აღდგენა, თუმცა, მსგავსი რამ ჩვენ არ გვსმენია. საინტერესოა ის ფაქტიც, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რა კრიტერიუმებით შეირჩა გერმანული კომპანია, TUV Rheinland grup-ი, რატომ არ გამოცხადდა ტენდერი ან კონკურსი, იმ ფონზე, როცა ამ საკითხზე პასუხისმგებელ უწყებათაშორის საბჭოს მსგავსი საკითხი არ დაუსვამს. ასევე, საინტერესოა, პარარელურად მიმდინარე სადაზღვეო ზედამხედველობის სამსახურის კანონპროექტი, ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის შესახებ, რატომ არ ხდება ამ საკითხის გასაჯაროება?!

მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილობითი მიმართვისა, როგორც უწყებათაშორის საბჭოს, ასევე სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურისადმი, რატომ არ გაითვალისწინეს ჩვენი მოთხოვნა, გამჭირვალეობის მიზნით, ჩავრთულიყავით კანონპროექტის შემუშავების პროცესში?

აღნიშნული საკითხი მასშტაბურია და პირადად ეხება საქართველოს ყოველ მესამე მოქალაქეს, დასაცავია 1 000 000 ზე მეტი ავტომფლობელის ინტერესები, რომელთაც დღეს არ აქვთ არანაირი ინფორმაცია, რა სახით იქნება აღდგენილი ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, რა სავალდებულო დაზღვევაზე მიმდინარეობს მუშაობა და სხვ. რისთვის უნდა მოამზადონ მძღოლები და ზოგადად რა გამოწვევების წინაშე დგანან ავტომფლობელები?!

ფაქტია, რომ ეს პროცესი ერთი წელი ფარულად მიმდინარეობდა. არ ხდებოდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რა გამოწვევის წინაშე დგებოდნენ ავტომფლობელები, როგორ და ვინ მოახდენდა ამ ყველაფრის განხორციელებას, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი პირი, რომელი უწყება გაუწევს მონიტორინგს და სხვა.

ჩვენს მიერ ზემოთ დასმული საკითხები, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ შესაძლოა, ამ ყველაფრის უკან იმალებოდა კორუფციული და ბიზნეს მონოპოლიური ინტერესები და ხდებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით მანიპულირება. თუ ეს პროცესი მომავალში არ გახდება საჯარო განხილვის საკითხი და არ წარიმართება გამჭირვალედ, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ეჭვებს და ჩვენც შესაბამისად სხვა ნორმებს მივმართავთ, რათა დავიცვათ საქართველოში 1 000 000 ავტომობილის მფლობელის უფლებები და ინტერესები.

ჩვენ, კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა აქტიურად ვაგრძელებდით მონიტორინგის პროცესს. გამოვითხოვეთ ეკონომიკის სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია – მოვითხოვეთ სახელშეკრულებო დოკუმენტი, თუ რა პირობებზე იყო საუბარი გერმანულ კომპანია TUV Rheinland grup-თან თანამშრომლობის პროცესში. პასუხად კი მივიღეთ, რომ TUV Rheinland grup-თან მხოლოდ სიტყვიერი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და არანაირი ხელშეკრულება არ დადებულა. მეტიც, რამდენიმე თვის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო გვწერს, რომ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების საკითხი მათ კომპეტენციაში აღარ შედის და ისინი სრულად იხსნიან პასუხისმგებლობას. იგივე შინაარსის წერილი მივიღეთ კიდევ ერთი, წარსულში პასუხისმგებელი უწყებიდან შსს-დან, რომელმაც გვაცნობა, რომ ამ საკითხზე აღარც ისინი მუშაობენ… რამდენიმე თვის შემდეგ კი გაირკვა, რომ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებაზე მუშაოდა პრემიერ მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭო. ჩვენ აქაც მოვითხოვეთ ჩართვა საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, თუმცა, მსგავსად სხვა მცდელობებისა, ესეც წარუმატებელი აღმოჩნდა. შოკისმომგვრელი იყო ფაქტი, როცა ჩვენ წერილობით მივმართეთ ეკონომიკურ საბჭოს და მათ ეს წერილი ისევ ეკონომიკის და შსს სამინისტროებს გადაუგზავნეს, ფაქტიურად შეიქმნა გაურკვევლობის სამკუთხედი, ხოლო ამ სამკუთხედში დღემდე იმალება ის პიროვნება/უწყება რომლის მცდელობაც იყო ტექნიკური დათვალიერების აღდგენა, მაგრამ საზოგადოებისთვის და სამოქალაქო სექტორისთვის ეს დღემდე საიდუმლოდ რჩება.

პრემიერ მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოს, ჰქონდა იმის დრო და შესაძლებლობა, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადაედგა ამ რეფორმის დასაწყებად, მაგრამ ფაქტი ერთია, ეკონომიკური საბჭორს ინიციატივით მთავრობამ პარლამენტში წარადგინა წინადადება, რის საფუძველზეც ტექდათვალიერება 2017 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდება, საკითხს თებერვლის ბოლოს განიხილავს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, ჯერი პარლამენტზეა!

დღევანდელმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ უუნაროა. ტექდათვალიერება კი არ გადაიდო, უბრალოდ მოისროლეს! სამწუხაროდ, ჩვენი ეჭვი, რომ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების აღდგენის უკან, ბიზნეს მონოპოლიური და კორუფციული ინტერესები იმალებოდა, კიდევ უფრო გამყარდა. მედია საშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის დამსახურებაა, რომ არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა ვერ განახორციელეს თავიანთი მზაკვრული გეგმები, რითაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დაზარალდებოდნენ. რეფორმა ევროკავშირის დირექტივებს მიეწერებოდა და ხელისუფლებაც ხელს დასავლეთისკენ გაიშვერდა.

ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების რეფორმა საქართველოსთვის ერთ-ერთ გამოწვევად კვლავ რჩება. თუ ვიხელმძღვანელებთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით (ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ხელშეკრულებას), ნათელია, კარი VI, თავი I, მუხლი 292-296 და წინამდებარე შეთანხმების XXIV-XD-D დანართები, კერძოდ: 2009 წლის 6 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2009/40/- EC (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობისთვის გამოსადეგი ტესტების შესახებ) გვეუბნება, რომ აღნიშნული დირექტივა უნდა შესრულდეს შეთანხმების ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში. მაგრამ თუ დღესვე არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, არ მომზადდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არ შემუშავდა გეგმა და სტრატეგია, არ მოხდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და თუ პროცესები გამჭირვალედ არ წარიმართა, 2017 წლისთვისაც მსგავს მდგომარეობაში ავღმოჩნდებით“

ვასო ურუშაძე

არასამთავრობოთა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“-ს წარმომადგენელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42