ეკა კვესიტაძე შს სამინისტროს პასუხობს და უწყების განცხადებას ფარისევლურს უწოდებს
საზოგადოება - 12:12, 15 Feb, 2015     2368
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და გავრცელებული ვიდეოს საპასუხოდ, ჟურნალისტი ეკა კვესიტაზე ,,ფეისბუქის“ გვერდზე განცხადებას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"განსხვავებულ აქცენტებში“ გასული შოკისმომგვრელი ფაქტების საპასუხოდ, რომლებიც, სამწუხაროდ, ადასტურებს, თუ როგორ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალურ სამყაროსთან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომლითაც ის თითქოს ჩვენს გადაცემას სიცრუეში ამხელს, სინამდვილეში კი გადაცემაში წარმოდგენილ ფაქტებს ამყარებს. ის, რომ შსს-მ პასუხი ვერ გასცა ჩვენს გადაცემაში მოყვანილ სხვა ვერცერთ კონკრეტულ ფაქტს, მათ შორის ე.წ. „კანონიერი ქურდების“ მინდია გორაძის მეტსახელად „ლავას-ოღლის“, გიორგი ჯანელიძის მეტსახელად „გოგი პიტერსკისა“ და ჯუმბერ გუგავას რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის უტყუარ ვიდეო მტკიცებულებებს, კიდევ ერთხელ არწმუნებს საზოგადოებას ჩვენს სრულ სიმართლეში. რაც შეეხება სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან კადრების ჩვენებას, რომლებზეც, სავარაუდოდ, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძეა ასახული, მათზე მართლაც ჩანს, რომ ამ პიროვნების პასპორტი მესაზღვრეებმა სისტემაში გაატარეს, რისი მტკიცებულებაც ჩვენ გადაცემაში წარმოვადგინეთ (შეგახსენებთ, რომ ჩვენ გავავრცელეთ სამინისტროს საინფორმაციო ბაზიდან ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტი, რომელიც პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთას ადასტურებას). ამავდროულად, კადრებში არ ჩანს დევაძის დაკავების მომენტი და გაუგებარია, თუ სად გაჰყავთ დარბაზიდან ან სად აცილებენ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს პოლიციელები. ამას გარდა, არ არის მითითებული, თუ როდისაა აღნიშნული კადრები გადაღებული.

სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის წუხილი, რომ გადაცემის ავტორებმა მასთან ფაქტების გადამოწმება არ მოისურვეს, უბრალოდ ფარისევლობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერაც არ უპასუხია ჩვენს წერილზე, სადაც ვითხოვთ საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის რევაზ ურუშაძის თანამდებობიდან მოხსნის მიზეზის ახსნას, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის „ლავას-ოღლის“ საზღვარზე შეყოვნებას შეეწირა.

სამინისტროს ასევე შევახსენებთ, რომ ინფორმაცია რამაზ დევაძის მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ თვენახევრის წინ გავრცელდა. უცნაურია, რომ გადაკვეთის “დამადასტურებელი” კადრები სამინისტრომ მხოლოდ თვენახევრის შემდეგ იპოვა.

და ბოლოს, თუ სამინისტროს სურს, ჩვენს გადაცემებში დასმულ კითხვებს გამოეხმაუროს, სიამოვნებით მოვისმენთ მათ პასუხს იმაზე, დამზადდა თუ არა ჰაკიმ-ფაშას მიერ გავრცელებული ფოტომასალა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვისი დავალებით დაამონტაჟეს ბომბი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახლთან, როგორ მიმდინარეობს ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიება და ა.შ.

P.S. ჩვენს მიერ თვეების წინ დასმულ ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე სამინისტროში პასუხი ან არ გაუციათ ან პასუხის დაპირების შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს საერთოდ არ პასუხობდნენ. იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ გადაცემებზე მუშაობისას სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან უფრო მეტად ოპერატიულები, პასუხისმგებლიანები და ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს დროულად უპასუხებენ“ - ნათქვამია ეკა კვესიტაძის განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42