ბრიტანული ცენტრის დირექტორის პიარის მიმართულებით დალი ლომიძის განცხადებით, წერილი ქალან ედუქეიშენ გრუპ ლიმიტედის ლონდონის ოფისის მიერ არის მომზადებული. მასში წერია, რომ იმ სასწავლებლებმა, რომლებიც ამ მეთოდს იყენებენ, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ქალანის მეთოდით სწავლება, გაანადგურონ მათ მფლობელობაში არსებული ქალანის მეთოდის სტუდენტისა და მასწავლებლის სახელმძღვანელოების ფოტომასალები, ჩამოხსნან ქალანთან დაკავშირებული ნებისმიერი მითითება შენობის გარე და შიდა ფასადიდან. გააუქმონ ნებისმიერი მითითება ვებ-გვერდიდან და სოციალური ქსელებიდან. გააუქმონ მითითებები სარეკლამო, გაყიდვებისა და მარკეტინგულ მასალებში. გააუქმონ სხვა ნებისმიერი მითითება ქალანის მეთოდის სწავლებასთან დაკავშირებით. მათ უკვე დაეგზავნათ შესაბამისი წერილები და 28 დღის განმავლობაში უნდა შეწყვიტონ მეთოდის გამოყენება.
წერილში მითითებულია, რომ ”ქალანის მეთოდი წარმოადგენს მაღალი ღირებულების მქონე ბრენდს, შესაბამისად მაღალი ჯარიმები და სანქციები იქნება გამოყენებული მათ წინააღმდეგ ვინც ზიანს აყენებს ამ მეთოდს“. შესაბამისად, როგორც დალი ლომიძე აღნიშნავს სანქციები საკმაოდ სერიოზული იქნება.
ლომიძის თქმით ყველა იმ სტუდენტს, რომელიც სხვადასხვა ცენტრის მიერ მოტყუებული იქნა, რომ ქალანის მეთოდით ეუფლებოდა უცხო ენას ბრიტანული ცენტრი სთავაზობს გრანდიოზულ ფასდაკლებას. დაზარალებულ სტუდენტზე შეუძლიათ ცენტრს აპრილის თვემდე მიმართონ.
წყარო http://edu.aris.ge/
მასალის გამოყენების პირობები






