ირაკლი ლექვინაძე საქართველოს მთავრობას აზიის ბაზრების ათვისებას ურჩევს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:21, 13 Feb, 2015     1011
ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აზიური ბაზრების მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას ურჩევს, რათა ქვეყნიდან ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდოს.

როგორც ლექვინაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის იანვრის თვის მაჩვენებლების კომენტირებისას აღნიშნა საქართველოდან ექსპორტის მაჩვენებლის კლება ძირითადად რუსეთზე, უკრაინაზე, აზერბაიჯანზე და ყაზახეთზე მოდის. მისივე თქმით მიუხედავად იმისა, რომ იანვარი პასიური თვეა ექსპორტის შემცირებაზე საგარეო ფაქტორის გავლენა ძალიან დიდია.

"ექსპორტის კლება, რომ ძირითადად დსთ-ს ბაზრებზე შექმნილი პრობლემების გამოა, ამას ევროკავშირის ქვეყნებში გაზრდილი ექსპორტიც ადასტურებს. დაახლოებით 34-ჯერაა გაზრდილი ნიდერლანდები. ექსპორტმა იმატა ბულგარეთის, გერმანიის, იტალიის მიმართულებებითაც. ეს სურათი იხატება იანვრის მონაცემებით. დეკემბრიდან პრაქტიკულად რუსეთის მიმართულებით ყველანაირი საექსპორტო ნაკადი გაჩერებულია. უკრაინასა და რუსეთში ექსპორტი ძირითადად რუბლის და გრივნის კრიზისის გამოა შემცირებული იმიტომ, რომ მსყიდველობით უნარიანობა მკვეთრად დაცემულია. ვფიქრობ აზერვაიჯანში კლება წლის პირველ ნახევარში კიდევ იქნება, რადგან რეგულაცია შარშან 1 ივლისს შევიდა ძალაში და აზერბაიჯანულ ბაზარზე ძირითადად ავტომობილების რე-ექსპორტის კლება ამის მერე იწყება", - განაცხადა ლექვინაძე.

მისივე თქმით, დსთ-ს ბაზრებზე, ძირითადად კი რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის ზრდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეალურ ამოქმედებაზეა დამოკიდებული.

"ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე. იმედი მაქვს, რომ 15 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეალურად ძალაში შევა და ომი შეწყდება. ომის შეწყვეტა კი ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ ამ ქვეყნებში ვითარება დასტაბილურდეს. თუ ეს მოხდა ზრდა ბუნებრივია იქნება, რადგან ორივე ბაზარი ჩვენთვის ღიაა. მთავარია სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო იყოს", - განაცხადა ლექვინაძემ.

კითხვაზე შესაძლებელია თუ არა დსთ-ს ბაზრებზე ექსპორტის შემცირების კომპენსირება, ევროკავშირის ბაზრებზე დაფიქსირებული ზრდით მოხდეს, ლექვინაძემ განაცხადა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ვერ მოხდება.

"ევროპა სტაბილურად და შერდარებით მცირე მოცულობით იზრდება, რომელიც დსთ-ს ბაზრებს სამწუხაროდ ვერ აბალანსებს. ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაშია და ვფიქრობ ზრდის მასტიმულირებელი ეს გარემოებაცაა. ამიტომ ვფიქრობ ევროპა ზრდას გააგრძელებს, თუმცა ჯერ-ჯერობით მოკლე ვადაში მისით ამ ბაზრების დაკომპენსირება რთული იქნება. კარგი იქნება თუ მთავრობის ეკონომიკური გუნდი აზიის ბაზრების მიმართულებით გააქტიურდება. მაგალითად 2014 წელს ჩინეთის ბაზარზე 250% მატება დაფიქსირდა და აზიის ქვეყნების ბაზრების ათვისება მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ქართული საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისებისთვის", - განაცხადა ლექვინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42