"კულტურის სამინისტროსთან წერილობითი თხოვნის მიუხედავად, საქმე ერთი ნაბიჯითაც არ დაძრულა"
საზოგადოება - 16:12, 13 Feb, 2015     1668

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ვაჟა კაკუშაძე აცხადებს, ენოთეკაში, რომელსაც 9 წელია, ყადაღა ადევს, 40 000-მდე სამუზეუმო ექსპონატი - ბოთლია, რომლებსაც ცუდი პირობების გამო განადგურება ემუქრება.

"ვაპროტესტებთ უპატრონობას და იმას, რომ 40 000 ბოთლი, რომელიც 2006 წლიდან არის დაყადაღებული, ფუჭდება. ფაქტიურად, ნადგურდება სამუზეუმო ექსპონატი. როგორც გადმოცემით ცნობილია, ექსპონატებში სასმელები არის ნაპოლეონის, სტალინის ყირიმის ენოთეკიდან და 2006 წლის შემდეგ, არავის აძლევენ იმის საშუალებას, რომ ამ ენოთეკას მიხედონ. ჩვენი თხოვნა და პროტესტის აზრი ის არის, რომ ამ პრობლემას ყურადღება მიაქციონ, რათა არ განადგურდეს ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი",- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ვაჟა კაკუშაძემ.

მისივე თქმით, ყოფილ და ახლანდელ მეპატრონეებსაც სურვილი აქვთ, რომ აქ გაკეთდეს ქართული ღვინის მუზეუმი, თუმცა ხელისუფლება რატომღაც ამის საშუალებას არ იძლევა.

"კულტურის სამინისტროსთან წერილობითი თხოვნის მიუხედავად, საქმე ერთი ნაბიჯითაც არ დაძრულა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ახლანდელ მეპატრონეს წინა მფლობელთან სამართლებრივი დავა აქვს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ღვინის ქარხანა და ენოთეკა გადარჩეს",-აღნიშნა კაკუშაძემ.

თავის მხრივ, ღვინის ქარხანა #1-ის ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა განაცხადა, რომ კომპანიის ამოცანაა, რომ ობიექტზე ყადაღა მოიხსნას, თუმცა ის ასე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის და კომპანია მიზნის მისაღწევად ძალას არ იშურებს.

მისივე თქმით, ობიექტმა რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი, ამ ეტაპზე, კი მასში ერთმა საინვესტიციო ჯგუფმა ინვესტიციები ჩადო, შედეგად კი ობიექტი ერთი სუბიექტის საკუთრება გახდა.

რაც შეეხება ენოთეკის დაყადაღების თემას, ადვოკატის ინფორმაციით, სამართლებრივი საკითხის გარკვევა მიმდინარეობს; სამართლებრივი დავის დასრულების შემდეგ კი, ენოთეკაც რეაბილიტაციის რეჟიმში ჩადგება, როგორც ეს შენობის სხვა ნაწილების შემთხვევაშია.

ცნობისათვის, შენობა 1896 წელს, დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით თბილისელი არქიტექტორის ალექსანდრე ოზეროვის პროექტით აიგო. ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. იგი წარმოადგენს აგურით ნაშენ ბაზილიკური ტიპის სამსართულიან ნაგებობას. შენობაში მოხვედრა ხდება ორი დონიდან - პეტრიაშვილის და მელიქიშვილის ქუჩიდან. მოგვიანებით მელიქიშვილის ქუჩის გაზრდამ გამოიწვია შესასველის შეცვლა, ქუჩის მხარეს აშენდა რუსტირებული ქვით მოპირკეთებული თაღოვანი კედელი, რამაც გამოიწვია ცენტრალური კიბის დემონტაჟი და დღეს ქარხანაში მოხვედრა მელიქიშვილის მხრიდან შესაძლებელია სწორედ ამ თაღების გავლით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42