,,იყო დაპირებული მილიარდიანი ფონდი სოფლის მეურნეობაში და უკვე დღეს არის ცნობილი, რომ საქართველოს მთავრობა დახმარებისთვის მსოფლიო ბანკს მიმართავს, ანუ სეხსი აღებას აპირებს. აი, აქ უკვე იკვეთება, რომ საარჩევნო დაპირებებში არის პრობლემა ჩადებული, სინამდვილეში ამის განხორციელებისთვის შიდა რესურსები არის ცოტა. ამიტომ ქვეყანას მოუწევს ან საგარეო ვალების აღება, ან ფულის დაბეჭდვა, ან გადასახადების გაზრდა, რაც უკვე მოხდა, ანუ ყველა იმ ვექტორის გამოყენება, რომელიც კიდევ უფრო მძიმედ დააწვება გადასახადების გადამხდელს, როგორც დამქირავებელს, ასევე დაქირავებულს’’ - აცხადებს ექსპერტი პაატა შეშელიძე.
შეგახსენებთ, რომ ფინანასთა მინისტრმა მიმართა მსოფლიო ბანკს სოფლის მეურნეობაში სესხის გამოყოფისთვის. ,,ფინანსთა სამინისტრომ წერილი უკვე მიწერა მსოფლიო ბანკს, იმასთან დაკავშირებით რომ საირიგაციო-სადრენაჟო სამუშაოების დასაფინანსებლად იაფი კრედიტი მივიღოთ, რათა სოფლის მეურნეობაში აღებული ვალდებულებები შევასრულოთ’’- აცხადებდა ნოდარ ხადური.
მასალის გამოყენების პირობები






