ეკონომიკის სამინისტრო ექსპორტის კლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:28, 13 Feb, 2015     1632
ეკონომიკის სამინისტრო ექსპორტის კლების დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ექსპორტის კლების უმთავრეს მიზეზად რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაა დასახელებული:

"შემოსავლების სამსახურის დეკლარაციების მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ექსპორტის გარკვეულ სეგმენტში კლება უმთავრესად გამოიწვია მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ რუსეთსა და უკრაინაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ. ეს გახდა იმის სერიოზული ფაქტორი, რომ ამ ორი ქვეყნის ბაზარზე იანვრის თვეში საქართველოდან ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალურის წყლებისა და ციტრუსის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზოგადად ექსპორტი ევროკავშირში 21%-ით და 8.5 მილიონი დოლარით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ისეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციებზე, როგორებიცაა: თხილი და კაკალი – (გაიზარდა 100% და $9.4 მილიონით). ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, სადაც გაიზარდა $6 მლნ-ით, გერმანიაში $4.4 მლნ-ით და ესპანეთში $1.1 მლნ-ით. ასევე, ევროკავშირის ქვეყნების ხარჯზე გაიზარდა ხილისა და ბოსტნეულის წვენები - ზრდამ 54% შეადგინა. ასევე, ზრდა ფიქსირდება მწვანილის ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში და უკრაინაში - აღნიშნული პროდუქციის ზრდამ საერთო ჯამში შეადგინა 60% თანაბარი ზრდის წილით. ზრდა დაფიქსირდა ასევე თევზის ექსპორტზე (169%-ით)", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება ექსპორტის კლებას, უწყების ინფორმაციით, ეს ძირითადად გამოწვეულია ღვინის (65%), სპირტიანი სასმელების (87%), მინერალური წყლებისა და ციტრუსის ექსპორტის კლებით, რის მიზეზსაც, თავის მხრივ, რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე მათი ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირება წარმოადგენს.

"2015 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის ექსპორტმა, მანქანების რეექსპორტის გამოკლებით, 65 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტის კლება, ძირითადად, გამოწვეულია აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირებით. მიუხედავად კლებისა, სამრეწველო პროდუქციიდან ზრდა დაფიქსირდა საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციებზე, როგორებიცაა: ოქრო (32% ით მეტი), მამაკაცის ტრიკოტაჟის ნაწარმი (9%), წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან (42% და $1.1 მლნ.-ით მეტი) და ნედლი ნავთობი (35% და $1.1 მლნ-ით მეტი). ექსპორტის კლება დაფიქსირდა ფეროშენადნობებზე. მნიშვნელოვნად შემცირდა აზოტოვანი და ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატების ექსპორტი", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42