უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ის, ვინც მოსამართლეების უფლელებს დაიცავს - ხატიაშვილი
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ინიციატივით ადვოკატი დავით ასათიანი წარადგინა.
ზაზა ხატიაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ისეთი ადამიანის მისვლა, ვინც მოსამართლის უფლებებს დაიცავს.
„ეს ჩემი ინიციატივა იყო. დათო მეწინააღმდეგებოდა, მე კი ვარწმუნებდი, რომ ადვოკატთა ასოციაციას უნდა ჰყოლოდა კანდიდატი, რომელიც ამ თანამდებობაზე ყოველმხრივ მისაღები იქნებოდა. ჩემი აზრით, ასეთი სწორედ დავით ასათიანია - პირველ რიგში, იმიტომ, რომ ძალიან პრინციპული, უაღრესად განათლებული, კომუნიკაბელური და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია, კარგად იცის, რა ხდება სასამართლო სისტემაში. ამასთანავე, მისი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ის ნამდვილად მისაღები იქნება სასამართლო კორპუსისთვის“, - აცხადებს ხატიაშვილი „ვერსიასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და მის ხელშია მოსამართლოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე თანხმობის საკითხი.
„იგი ძალიან კარგი მენეჯერია და შეუძლია, სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე დააყენოს. კარგად იცის, თუ რა სტკივა სასამართლო სისტემას. თუმცა, დათო არასდროს ლაპარაკობს თავის უნარებსა და მიღწევებზე, უბრალოდ, აკეთებს თავის საქმეს. მინდა, გავიხსენო ერთი ფაქტი: სააკაშვილის რეჟიმის დროს, 2010 წლის სექტემბერში, მე და დავით ასათიანი ციურიხში ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პლენარულ სესიაზე წავედით. დავაყენეთ წინადადება, რომ საქართველოში ადვოკატები ზეწოლას განიცდიდნენ. შემდეგ, როდესაც თბილისში ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო დელეგაცია ჩამოვიდა, დაიდო სკანდალური დასკვნა, რომ ადვოკატთა კორპუსი იდევნებოდა. დათო იყო ის ადამიანი, რომელმაც, ფაქტობრივად, ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარესთან ერთად, დააორგანიზა ეს ღონისძიება და უმასპინძლა ამ ხალხს, მაშინ როცა თვითონ არასდროს ჩანდა. ყოველთვის ისე აკეთებდა საქმეს რომ არ ახდენდა ამის აფიშირებას. მე ვიცი, რამდენს აკეთებს ეს ადამიანი და ამიტომ ვუთხარი - კარგი იქნება, თუ საზოგადოებაც გაიგებს და დაინახავს, რისი გაკეთება შეგიძლია-მეთქი. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა მარსელა ბრასელმა დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენლად დანიშნა. ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ თავის პირად წარმომადგენლად სწორედ დავით ასათიანი გამოარჩია. მან იცის, როგორ უნდა დაიცვას ადვოკატის უფლებები. ძალიან მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ისეთი ადამიანის მისვლა, ვინც მოსამართლის უფლებებს დაიცავს. თუ მოსამართლეს შიში ექნება, რომ კანონიერი გადაწყვეტილების გამო დასჯიან, სასამართლო სისტემა ვერ განვითარდება. დათო იქნება გარანტი იმისა, რომ ასეთი ფაქტები არ მოხდება“, - აცხადებს ხატიაშვილი.
მისივე თქმით, დავით ასათიანი არასოდეს არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა და არცერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ განცხადება არასოდეს გაუკეთებია
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა