მთავრობის ადმინისტრაცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის დაჯილდოვდა
საზოგადოება - 15:32, 12 Feb, 2015     762
„სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის დააჯილდოვა.

IDFI-ის წლიური ანგარიშის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციამ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მეტად გააუმჯობესა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი.

კერძოდ, 2012-2013 წლების მაჩვენებელთან (75%) შედარებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 23%-ით გაუმჯობესდა და 98% შეადგინა.

სიგელი ანგარიშის პრეზენტაციაზე IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ნინო კობახიძეს გადასცა.

„წინა წლებთან შედარებით ჩვენ გავაუმჯობესეთ მაჩვენებელი, რადგან მთავრობის ადმინისტრაცია გამჭვირვალედ მუშაობს და ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტში და იმავეს მოვუწოდებთ სხვა უწყებებს. ანგარიშის თანახმად, გარკვეული ხარვეზები არის ცალკეული მუნიციპალიტეტებისა და გამგეობების მაჩვენებლებში, რაც შესაძლოა, ადმინისტრირების პრობლემა იყოს. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია მოთხოვნები. ჩვენ IDFI-ისთან ერთად ვაპირებთ ტრენინგების ორგანიზებას სხვადასხვა უწყებებისთვის, ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობას დასამალი არაფერი აქვს“, - აღნიშნა ნინო კობახიძემ.

სპეციალური ჯილდოები, სიგელები 2014 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ასევე მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

2014 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის სიგელი გადაეცათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42