13 თებერვალს საქართველოში პირველი ღვინის ქარხნის გადარჩენის მოთხოვნით აქცია გაიმართება
საზოგადოება - 14:37, 12 Feb, 2015     5341
აქცია ლოზუნგით - არ დავუშვათ კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, ხვალ 12:00 საათზე "ღვინის ქარხანასთან" არის დაგეგმილი და მისი ორგანიზატორები საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

"პარასკევს, 12:00 საათზე გთხოვთ ყველას, მობრძანდეთ საპროტესტო აქციაზე. აუცილებელია აქტივობა იმისათვის, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პირველი ღვინის ქარხანა, სადაც ღვინო პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ბოთლებში იქნა ჩამოსხმული. რაც მთავარია, 40 ათასი ბოთლისგან შემდგარი ენოთეკა 2006 წლიდან დაყადაღებულია და არავის არ ეძლევა საშუალება, რომ მიხედოს ამ სამუზეუმო ექსპონატებს", - ნათქვამია ორგანიზატორების მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ცნობისათვის, შენობა 1896 წელს დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით თბილისელი არქიტექტორის ალექსანდრე ოზეროვის პროექტით აიგო. ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. იგი წარმოადგენს აგურით ნაშენ ბაზილიკური ტიპის სამსართულიან ნაგებობას. შენობაში მოხვედრა ხდება ორი დონიდან - პეტრიაშვილის და მელიქიშვილის ქუჩიდან.

მოგვიანებით მელიქიშვილის ქუჩის გაზრდამ შესასველის შეცვლა გამოიწვია, ქუჩის მხარეს რუსტირებული ქვით მოპირკეთებული თაღოვანი კედელი აშენდა, რამაც ცენტრალური კიბის დემონტაჟი გამოიწვია და დღეს ქარხანაში მოხვედრა მელიქიშვილის მხრიდან შესაძლებელია სწორედ ამ თაღების გავლით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42