თბილისის რამდენიმე უბანს დღეს, სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონის, კერძოდ, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და სოფელ ლისის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის და გურიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონის ქუჩების, კერძოდ, ელენე ახვლედიანის აღმართისა და ხევის, ნინო ჩხეიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონს - ირაკლი აბაშიძის, ბაზალეთის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონს, დიღმის მასივის III კვარტლის მაცხოვრებლებს.
თელასის ინფორმაციით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. ასევე, სამგორის რაიონს კერძოდ, სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






