ინვესტორისთვის მიწის მიყიდვაა წამგებიანი და უქნარა ოლიგარქისთვის გადაცემა მომგებიანი? - ბურჭულაძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:50, 11 Feb, 2015     1978
ყველაზე საშიში ისაა, რომ მთავრობა ნებისმიერ ინვესტორს კონკურენტად განიხილავს - ასე აფასებს ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მუხრან ბურჭულაძე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრის ახალ რეგულაციებს.

,,უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მანამდეც შეეძლოთ საკუთრებაში მემკვიდრეობით მიეღოთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, სანამ ოცნება მათ ახალ რეგულაციებს და შეზღუდვებს დაუწესებდა და მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ამაში სიახლე არაფერია - უბრალოდ უნიჭო მთავრობამ დაინახა რა შედეგი გამოიღო ინვესტორების ქონების გაყინვამ და ქვეყნიდან მათმა განდევნამ.

სამწუხაროდ უვიცობის ზეიმია ქვეყანაში - ინვესტორი იმიტომაა ინვესტორი, რომ ის საკუთარი ბიზნეს ინტერესიდან გამომდინარე შემოდის ბაზარზე, სხვა შემთხვევაში მოწყალებას გაიღებდა და ფულს გვაჩუქრბდა. სწორედაც რომ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე ყიდულობენ მიწებს და რაც მთავარია, მოგების მიზნით და არა იმისათვის, რომ პიკასოს სურათივით მკვდარ კაპიტალად აქციონ“ - აცხადებს ბურჭულაძე.

რაც შეეხება უმიზნოდ მიწის ნაკვეთის ყიდვის აკრძალვას, ბურჭულაძე ამბობს, რომ პრობლემა ინვესტორებთან ხელისუფლების დამოკიდებულებაა, მისი თქმით, მთავრობას ფულის შემოდინების შიში აქვს და ინვესტორს კონკურენტად განიხილავს.

,,რას ნიშნავს უმიზნოდ არავის დართავენ მიწის ყიდვის უფლებას, ინვესტორისთვის მიწის მიყიდვა ქვეყნისთვის წამგებიანია და უქნარა ოლიგარქისთვის ათასობით ჰექტრის გადაცემა მომგებიანი?

გადაამოწმეთ ივანიშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობი და დაადგენთ უმიზნოდ გაყიდული ქონების ფასს.

ყველაზე საშიში ისაა რომ მთავრობას დიდი ფულის შემოდინების შიში აქვს და ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ნებისმიერ ინვესტორს ისინი კონკურენტად განიხილავენ - აი ესაა რამაც ჩამოშალა ქვეყნის ეკონომიკა და გააუფასურა ეროვნული ვალუტა“ - აცხადებს ბურჭულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42