ალენ დელონი თბილისშია - „საქართველოში პაატა ბურჭულაძის გამო ჩამოვედი“
საზოგადოება - 12:37, 11 Feb, 2015     4314

„მე საქართველოში პაატა ბურჭულაძის გამო ჩამოვედი. პაატა ნამდვილი ვარსკვლავია და ეს ქართველებმა ჩემზე უკეთ იცით“, - აღნიშნა თბილისში მყოფმა ალენ დელონმა.


ფრანგი მსახიობი საქართველოში, დღეს, გამთენიისას საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა. მსახიობი პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტს წარუძღვება.

ალენ დელონის პრესკონფერენცია დღეს შედგება.

პაატა ბურჭულაძე 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტში 15-მდე ქართველი და უცხოელი მსოფლიო ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას.

მონაწილეობენ: ნინო მაჩაიძე, მაყვალა ქასრაშვილი, იანო თამარი (ალიბეგაშვილი), ანიტა რაჭველიშვილი, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, მარიკა გულორდავა, თეონა დვალი, ნანა მირიანი (ქავთარაშვილი), ოლგა ბოროდინა, ირინა მაკაროვა

საგანგებოდ იუბილესათვის სპორტის სასახლეში შენდება ვიოლინოს გასაღების ფორმის უპრეცედენტო მასშტაბის (600კვ.მ) სცენა და ორიგინალური დეკორაცია ეკრანებით, სპეციფიკური განათებითა და გახმოვანებით.

სპეციალურად ამ დღისათვის ერთიანდება ორი სიმფონიური ორკესტრი - ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ორკესტრი და ე.მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. გაერთიანებულ ორკესტრს ორი მაესტრო უდირიჟორებს - ჯანლუკა მარჩანო და ნიკოლოზ რაჭველი.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე - ლიანა ისაკაძე.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42