ჩინეთიდან საქართველოში პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:15, 10 Feb, 2015     1954
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთიდან პირველი სარკინიგზო მატარებლის შემოსვლის ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, ახალი ეპოქის დასაწყისი საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდისა და ახალი ბიზნესების განვითარების კუთხით.

„ძალიან სასიხარულოა, რომ პირველი, პირდაპირ მატარებელი შემოვიდა ჩინეთიდან საქართველოში. პირველივე ეტაპზე ეს პროექტი საქართველოს პორტებისთვის დააგენერირებს დაახლოებით 50-60 ათასი ახალი კონტეინერის მოცულობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პორტებისთვის, ასევე საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან. ეს გახლავთ ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ნაწილი, რომელიც წარმატებით განხორციელდა საქართველოს რკინიგზის, ყაზახეთის რკინიგზისა და ჩინეთის პროვინცია სინძიანის უშუალო მონაწილეობით. შემდგომში, მთელ ეკონომიკურ სარტყელზე, აზერბაიჯანთან, შუა აზიის ქვეყნებთან, ასევე თურქეთთან, როცა დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, მთლიანად შეიკვრება ერთიანი, დიდი ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელ რეგიონში საქართველოს როლს ეკონომიკური დანიშნულების კუთხით მნიშვნელოვნად გაზრდის“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვარკეთილის საკონტეინერო ტერმინალში გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ტრანს-აზიურ-კავკასიური მატარებელი იძლევა საშუალებას ხუთჯერ შემცირდეს სატრანზიტო დრო საზღვაო გადაზიდვასთან შედარებით. (თუ ზღვით ტრანსპორტირების შემთხვევაში საჭიროა 40-45 დღე, ამ შემთხვევაში ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში 9 დღეში ჩამოვა). „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლების განცხადებით, ფაქტი ისტორიულია და აქამდე არსებული საზღვაო კავშირის დამატებით ალტერნატივას წარმოადგენს. პროექტის მეშვეობით ტვირთი უმოკლეს დროში შეუფერხებლად იმოძრავებს ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით და უზრუნველყოფილი იქნება ტვირთის შემდგომი ტრანსპორტირება როგორც ევროპის, ასევე ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნების მიმართულებით.

კომპანიებს დაგეგმილი აქვთ თავიდან ორ კვირაში ერთხელ, შემდეგ კი ყოველკვირეულად ერთი ბლოკ მატარებლის გადაზიდვის განხორციელება, რაც საშუალებას მისცემს ტვირთის მფლობელებს, ისარგებლონ რეგულარული და გარანტირებული სახაზო სერვისით.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით საქართველოს პორტებისა და საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა, მხოლოდ ერთი მიმართულებიდან, დაახლოებით $100-120 მილიონის დამატებით ფულად ნაკადს უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკისთვის. მომავალში ბლოკ მატარებლის ორივე მიმართულებით (ჩინეთი-საქართველო, თურქეთი-ყაზახეთი) დატვირთული მუშაობის შედეგად ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.

ვარკეთილის საკონტეინერო ტერმინალში გამართულ პრეზენტაციას გიორგი კვირიკაშვილთან ერთად „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, ჩინეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის ელჩები, ასევე „საპარტნიორო ფონდისა“ და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42